მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 1:2

1. სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა მღდელთაგანისა, რომელი მკჳდრ იყო ანათოთს შინა. შორის ქუეყანასა ბენიამენისასა,2. რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა მისისასა,3. და დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიასთა, მეფისა იუდასთა, და მიაღსასრულთამდე მეათერთმეტისა წლისა სედეკიასისა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა, ვიდრე ტყუეობამდე იერუსალიმისა, მეხუთესა შინა თთუესა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 1
2. რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა მისისასა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი:

...თეს 4:15–17).

1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი

წინასწარმეტყველნი, როცა თქმულის სანდოობის ჩვენება სურთ, უწინარეს ყოვლისა ამას ამბობენ: „ხილვა, რომელი იხილა ესაია" (), და კვლავ: „რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ" (), და კვლავ: „ამას ამბობს უფალი", და სხვა ამის მსგავსი. ბევრნი თვით ღმერთსაც მჯდომარეს ხედავენ, რამდენადაც მათთვის ხილვა შესაძლებელია. პავლემ კი მჯდომარე არ იხილა, არამედ თავის თავში ჰყავდა ქრისტე, რომელიც ლაპარაკობდა, და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ამას ამბობს უფალი", ამბობდა: „ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" ()? და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი" (), რითაც აჩვენებს, რომ არაფერი მისი არ არის; რადგან მოციქული იმას წარმოთქვამს, რაც მის მომავლინებელს ეკუთვნის. და კვლავ: „ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე." (...

სრულად ნახვა