მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 2:31

30. და თქუენ ყოველნი უსჯულოებდით, მედად მოვსრენ შვილნი თქუენნი, წურთაჲ არ შეიწყნარეთ. მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი, ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არ შეიშინეთ.31. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით, რამეთუ თქუა ერმან ჩემმან, და უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე.32. ნუ დაივიწყის სძალმან სამკაული თჳსი და ქალწულმან მკერდის შესაკრავი თჳსი? ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთა, რომელთა არა არს რიცხჳ,
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 2
31. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით, რამეთუ თქუა ერმან ჩემმან, და უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ეგვიპტიდან გამოხსნა და ღვთის მეფობა:

...რთხისა და ურჯულო განზრახვისგან დაიხსნა და მათი მეფე გახდა.

ამასვე სხვაგანაც, თავის სიმართლეს რომ ამტკიცებდა და აჩვენებდა, რომ ჯერ საკუთარი მხრიდან სიკეთეები წარმოაჩინა და შემდეგ მათგან სათანადოს ითხოვდა, ამბობდა: „ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით“ ()? ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: განა უნაყოფო გავხდი თქვენთვის? განა ურიცხვი სიკეთე არ გამოგიჩინეთ? განა თვით ბუნებაც არ შევცვალე? განა სტიქიები თქვენს სამსახურად არ მოვაწესრიგე? განა არ მოგანიჭეთ ცხოვრება, ადამიანური შრომებისგან თავისუფალი? ამიტომ ამბობს: „ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა“ ()? ესე იგი: განა ურიცხვი ნაყოფი არ მოგიტანეთ: თავისუფლება ეგვიპტიდან, ბარბაროსთაგან დახსნა, სასწაულთა ჩვენება, უდაბნოში ცხოვრება, პალესტინის მემკვიდრეობა, ხალხთა ძლევა, უწყვეტი ძლევის ნიშნები, ზედიზედ გამარჯვებები, უჩვეულო სასწაულები, გამუდმებული საკვირველებანი, მიწის ნაყოფიერება, თქვენი მოდგმის გამრავლება, ყველგან, მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელებული დიდება და სხვა ურიცხვი სიკეთე?...

სრულად ნახვა