...კნი იგი უფალსა და არა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულოს მათ ზედა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: „მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.
ხოლო ნათელი ჭეშმარიტად მიეღო მათ, რამეთუ იტყჳს იერემია: „მოვსპო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ, სურნელებაჲ ნელსაცხებელისაჲ და ნათელი სანთლისაჲ“.
მისცეს უფალი წარმართთა მოკლვად, და არა განიცდიდეს ბრმანი, ვი-თარმედ შემდგომად მცირედისა იგინი შეიგინნენ წარმართთა შორის, და სამკჳდრებელსა მათსა შევიდენ წარმართნი.
უარ-ყვეს უფლისა მეუფებაჲ და არა სცნობდეს, ვითარმედ წარიწყმედენ პატივსა მას დავითისსა; რამეთუ მისდა განმზადებულ იყო მეუფებაჲ დავითისი, და მოსლვადმდე მაცხოვრისა მოიწია იგი, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა მამათმთავარი იაკობ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს, და იგი - მოლოდებაჲ წარმართთაჲ“.
განძუარცეს უღმრთოთა მათ უფალი ჩემი და სცეს, და არა იცოდეს, ვითარმედ განშიშულდებიან შეწევნისა მისისაგან და შეიმოსენ ტყებასა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „მოვსძარცო სამოსელი ჩემი და ტილოები ჩემი არა ფარვად სირცხჳლსა მისსა. და გოდებდეს და იგლ...