მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 4:22

21. ვიდრემდის ვხედვიდე მტოლვარეთა, მესმის ჴმაჲ საყჳრთა.22. მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს.23. მე ვიხილე ქუეყანასა ზედა და, აჰა, არარაჲ და ცად მიმართ და არა იყვნეს ნათელნი მისნი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 4
22. მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. წმიდა სახელი და სიბრძნის დასაბამი:

...ლმ 110:10), ანუ კეთილი გულისხმისყოფა მათ აქვთ, ვინც სიბრძნეს აღასრულებს და მას საქმეებით წარმოაჩენს. „კეთილი გულისხმისყოფაო“, თქვა, რადგან არსებობს ბოროტი გულისხმისყოფაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს“ (). მაგრამ აქ სათნოებაზე დამყარებული გულისხმისყოფა მოითხოვება.

„და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე“ (). რომელი ქება? მითხარი. მადლიერება, დიდებისმეტყველება, საქმეების მეშვეობით უკვდავად ქცეული ქება და, ამათზე უწინარეს, თავად ის ქება, რომელიც მის არსებასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. რადგან ღმერთი უკვდავია და თავისთავადაც დიდად ქების ღირსია; ქების ღირსია მაშინაც, როცა მის დიდებულებასა და ყოველივე სხვას გაიაზრებ; ქების ღირსია საქმეებითაც, როცა ხილულთა საშუალებით მის სიბრძნეს დაინახავ. ამას კი იმიტომ ამბობს, რომ მადლიერებისკენ მოგვიწოდოს და აჩვენოს...

სრულად ნახვა