წინასწარმეტყველება იერემიასი 44:13
12. და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსათა ეგჳპტესშინათა. და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა, და მოაკლდენ კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ, და იყუნენ საფიცად და წარსაწყმედელად, დასაწყევარად და საყუედრელად.13. და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.14. და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი არცა ერთი ნეშტთაგანი იუდაჲსათა მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს, განრომილნი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 44