წინასწარმეტყველება იერემიასი 44:14
13. და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.14. და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი არცა ერთი ნეშტთაგანი იუდაჲსათა მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს, განრომილნი.15. და მიუგეს იერემიას ყოველთა მამაკაცთა მეცნიერთა, ვითარ უკმევენ ცოლნი მათნი ღმერთთა სხვათა და ყოველთა დედათა მდგომარეთა, შესაკრებელმან დიდმან და ყოველმან ერმან მსხდომარეთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა პათოქსისასა, მეტყუელთა:
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 44