...ეს 50:2), — არა იმიტომ, რომ არავინ ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ მყოფნი არმყოფთაგან არაფრით უკეთესნი იყვნენ. და კვლავ სხვაგან: „რბიოდეთ, — ამბობს, — გზათა შორის იერუსალიმისათა და იხილეთ... უკეთუ ჰპოოთ კაცი, ანუ არს მოქმედი მსჯავრისა და მეძიებელი სარწმუნოებისა, და მლხინებელ-ვიყო მათდა" ().
ხედავ, როგორ საღვთო წერილი ადამიანს მხოლოდ იმას უწოდებს, ვინც სათნოებას იქმს, დანარჩენებს კი არსებულადაც არ თვლის, ხან ხორცს, ხან მიწას უწოდებს რა? ამიტომ ახლაც, მართლის საგვარტომოს აღწერას რომ ჰპირდება, საღვთო წერილი ამბობს: „ნოე კაცი", მხოლოდ ის არის ადამიანი, ხოლო დანარჩენები ადამიანები არ არიან, არამედ, ადამიანის გარეგნობის მქონეთ, ბოროტი ნებით თავიანთი ბუნების კეთილშობილება დაღუპეს და ადამიანებიდან უგუნურ ცხოველთა მდგომარეობამდე დაეცნენ. ხოლო რომ ადამიანებსაც, გონიერ არსებებს, როცა ისინი უღმრთოებისკენ გადაიხრებიან და უგუნურ ვნებათა ტყვეობაში ჩავარდებიან, საღვთო წერილი მხეცთა სახელებს აძლევს, ისმინე, როგორ ამბობს ერთ ადგილას: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ" (). შეხედე, როგორ ზღვარგადასულ გარყვნილობის გამო უტყვის სახელს აძლევს (ადამიანს). სხვაგან კი: **„გესლი ასპიტთა ბაგეთ...