მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 6:29

28. ყოველნივე უსმნი მავალნი დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინა, ყოველნი განხრწნილ არიან.29. მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს.30. ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რაჲთა გამოუცდელ-ყვნა იგინი უფალმან (ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან).
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 6
29. მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის სიტყვის კრძალვითი მოსმენა:

...მ ერთი და იგივეა; ხოლო როცა გეკითხებიან, ისე იქცევი, თითქოს არასოდეს მოგესმინოს. თუ ერთი და იგივეა, უნდა გცოდნოდა ისინი; შენ კი არ იცი. გოდების ღირსია დღევანდელი მდგომარეობა, გოდებისა და ვაებისა, რადგან „ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს." ()

განსაკუთრებით ამისთვის უნდა მიგეპყროთ ყურადღება, რომ ერთი და იგივეა, რომ არავითარ შრომას არ გაძლევთ და არც რაიმე უცხოსა და შეცვლილს ვამბობთ. მაშ, რა? რადგან იმათზე ამბობ, რომ ერთი და იგივეა, ხოლო ჩვენი ნათქვამი ერთი და იგივე არ არის, არამედ მუდამ უცხოს ვამბობთ, ნუთუ ამას აქცევთ ყურადღებას? არავითარ შემთხვევაში; არამედ, თუ ვიტყვით: „რატომ ამასაც არ იმახსოვრებთ?“ — „ერთხელ ვისმენთ, — ამბობს, — და როგორ შეიძლება დამახსოვრება?“ ხოლო თუ ვიტყვით: „იმათ რატომ არ აქცევთ ყურადღებას?“ — ამბობთ: „მუდამ ერთი და იგივე ითქმის.“ ასე ყოველი მხრიდან სიზარმაცისა და თავის მართლების სიტყვებია. მაგრამ ეს მუდამ ასე ვერ გაგრძელდება; დადგება დრო, როცა უნაყოფოდ და...

სრულად ნახვა