წინასწარმეტყველება იერემიასი 8:3
2. და განაჴმნენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკვლავთა და წინაშე ყოვლისა მჴედრობისა ცისასა, რომელნი შეიყუარნეს, და რომელთა ჰმსახურეს, და რომელთასა ვიდოდეს შემდგომად მათსა, და რომელთა ერჩდეს და რომელთა თაყვანის-სცეს მათ. არავინ ეტყებდეს და არცა ტიროდენ, არა შეიკრიბნენ, არცა დაეფლნენ და იყუნენ სამაგალითოდ პირისაგან ქუეყანისა,3. რამეთუ აღირჩიეს სიკუდილი ვიდრე ცხოვრება და ყოველთა ნეშტთა დაშთომილთა ნათესავისა მისგან უკეთურისა ყოველსა შინა ადგილსა დაშთომილი, რომელსაცა განვჴადნე იგინი მუნ, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა.4. და ჰრქუა მათ: ვითარმედ ამას იტყჳს უფალი: ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 8