...ბის სიდიადე: ხედავს, რომ დავეცით, შეურაცხვყოფილნი ვართ, არანაირი კადნიერება არ გვაქვს მის წინაშე; მაგრამ, როცა ოდნავ მაინც ავდგებით და გადავწყვეტთ, მისი კაცთმოყვარეობის სიმდიდრეს მივმართოთ, მაშინვე ისმენს ჩვენს ვედრებას, ხელს გვიწვდის ძირს დამხობილთ, აღმართავს დაცემულთ და მოგვიხმობს: „ნუ დაცემული არ აღდგების" ()? მაგრამ, რათა გამოცდილებით დაგიმტკიცოთ, რომ მრავალმა საკუთარი ვედრებით უფრო სწრაფად მიაღწია სასურველს, ვიდრე სხვათა ვედრებით, საჭიროა იმათი მაგალითი წარმოვადგინოთ, ვინც ამის ღირსი გახდა. ეს მაგალითები ჩვენც შეიძლება მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ აღგვძრან. მოისმინეთ, როგორ ქანანელი ქალი, უცხოტომელი, სულიერ მწუხარებაში მყოფი, როცა სულთა მკურნალი და სიმართლის მზე დაინახა, ბნელში მსხდომთათვის გამობრწყინებული, — რა მოშურნეობით, რა მხურვალე გულმოდგინებით მიეახლა მას; და არც ის, რომ ქალი იყო, არც ის, რომ უცხოტომელი — არაფერი შეუშლია, არამედ ყველა ეს დაბრკოლება უგულებელყო, მიეახლა და თქვა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (). მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნე დუმს და არ პასუხობს, არ აღირსებს სიტყვით და არ გამოხატავს თანალმობას ქალური უძლურების მიმართ, ხედავს...
წინასწარმეტყველება იერემიასი 8:4
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...1 კორ 10:12). და ბოროტებათა უღრმეს ფსკერამდე ჩავარდნილიც ნუ სასოს წარიკვეთს თავისი ცხონების იმედს, არამედ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობაზე ფიქრით ყურადღება მიაქციოს ღმერთს, რომელიც წინასწარმეტყველის პირით ამბობს: «ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?» (), და სხვა ადგილას: არ მსურს «სიკუდილი უშჯულოჲსაჲ», არამედ «მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი» (). ხედავ, საყვარელო, რომ საღვთო წერილში აღწერილი ყოველივე დავიწყებას სხვა არაფრისთვის არ მიეცა, თუ არა ჩვენი სარგებლისა და კაცობრიობის ცხოვნებისთვის? ამაზე ფიქრით თითოეულმა ჩვენგანმა იქიდან შესაფერისი წამალი ამოიღოს. სწორედ ამიტომ ის ყველას შეუზღუდავად წარედგინება და ყოველ მსურველს შეუძლია იქიდან თავისი მაწუხებელი ვნების შესატყვისი წამალი ამოიღოს და სწრაფი განკურნება მიიღოს, ოღონდ მკურნალ წამალს ნუ უარყოფს, არამედ მადლიერებით მიიღებს. მართლაც, ადამიანის ბუნებას არავითარი სნეულება არ ამძიმებს — არც სულიერი, არც ხორციელი — რომელმაც წერილისგან წამალი ვერ მიიღოს. მაგალითად, ცხოვრებისეული მწუხარე გარემოებებით დაბეჩავებული ვინმე მოდის აქ, რომელთაგან დარდს მიეცა? მოსულმა...
...ტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყოველსავე ზედა დაწყებასა და თესლსა ცოდვათასა დაჰჴსნის, რაჲთა არა აღიზარდნენ. ამისთჳს იობ გულისსიტყუათაცა შვილთა მის-თასა წმიდა-ჰყოფდა.
ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა, ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“ და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.
და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს.
ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.
ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკ...
...ა შინა მყოფი წარიკუეთს სასოებასა, უკუეთუ ოდენ ინებოს მოქცევაჲ, ნუცა ეკლესიასა შინა მყოფი უზრუნველ არს და უშიშ. რამეთუ ამის მიმართ თქუმულ არს: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“; ხოლო მისა მიმართ იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა?“ და „ჴელნი იგი დაშთომილნი და მუჴლნი დაჴსნილნი აღემართენითო“.
კუალად ამათ ეტყჳს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“; ხოლო მათ ეტყჳს: „განიღჳძე, რომელსა გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. ამათ თანააც დაცვაჲ მოგებულთა მათ კეთილთაჲ, ხოლო მათ - მოგებად, რომელი არა აქუს; ამათ უჴმს სიმრთელისა თჳსისა დაცვად, რაჲთა არა მოუძლურდეს, მათ უჴმს კურნებაჲ თავთა თჳსთა, რამეთუ სნეულ არიან.
ეტყჳს უკუე უფალი განკურნებულთა მათ, ვითარმედ: „აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, ნუღა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“; ხოლო უძლურებასა შინა მყოფთა ეტყჳს: „გნებავსა, რაჲთა განიკურნო? აღდეგ...
...ცა ვინ მინდობილ არს თავსა თჳსსა, არამედ სიტყუასა მას მარადის ვიტყოდით: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“; ნუცა კუალად დაცემულნი ესე და ქუემდებარენი ცოდვათა შინა წარვიკუეთთ სასოებასა, არამედ ვიტყოდით: „ნუ უკუე დაცემული იგი არა აღდგისა?“ რამეთუ მრავალნი სიმაღლესა ცათასა მისწუთეს სათნოებითა და ყოველივე მოთმინებაჲ უჩუენეს მთათა შინა და უდაბნოთა და არცა თუ ძილსა შინა თავს-იდებდეს ხილვად დედაკაცისა; და მერმე უდებ იქმნეს და დაეცნეს და მღჳმესა მას ცოდვისასა შთაც-ჳვეს. სხუანი კუალად უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა ზეცისა სასუფეველსა მიიწინეს და შებღალულნი აურაცხელითა ცოდვითა მოქალაქობასა მას ანგელოზთასა მიიცვალნეს და ესოდენი სათნოებაჲ აჩუენეს, ვიდრეღა ეშმაკთა განასხმიდეს და მრავალთა სასწაულთა იქმოდეს; და ამის საქმისა სახითა სავსე არიან წერილნი, სავსე არს ყოველი სოფელი. ამისთჳსცა მრავალნი მეძავნი და მემრუშენი და ჩუკენნი პირსა დაუყოფენ მანიქეველ-თა, რომელნი-იგი ნებისმყოფელნი არიან ეშმაკისანი და იტყჳან, ვითარმედ უკეთურებაჲ შეუცვალებელ არს, და სასოწარკუეთილ-ჰყოფენ ყოველთა, რომელნი ისმენდენ მათსა, და ფრიადსა შფოთსა შემოიღებენ კაცთა შორის, რაჲთამცა არავის შეუნდვეს მოქცევად ცოდვის...