...იდედ აქცია (დან 6:16–23, 14:30–39), არა ბუნების შეცვლით, არამედ განწყობის ცვლილებით, თუმცა მათი ნადირული ბუნება იგივე დარჩა. ნინეველებმაც მარხვით უფლის განაჩენი აიცილეს, ადამიანებთან ერთად უტყვი ცხოველებიც ამარხულეს რა, და ამგვარად, ყველანი ბოროტი საქმეებისგან განეშორნენ და სამყაროს მეუფე კაცთმოყვარეობისკენ მოაქციეს (). მაგრამ რისთვის მივმართავ ჯერ კიდევ მონებს (შეგვიძლია მრავალი სხვაც ჩამოვთვალოთ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (). მაგრამ აქ, შესაძლოა, ვინმე მახვილი და ცოცხალი გონებისა იკითხოს: რატომ მარხულობს მეუფე იმდენივე დღეს, რამდენსაც მონები, და არა მეტს? ეს არა უბრალოდ და არა ამაოდ მოხდა, არამედ ბრძნულად და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. რათა არ ეფიქრათ, თითქოს იგი მოჩვენებითად გამოცხადდა და ხორცი არ მიიღო, ან ადამიანური ბუნება არ ჰქონდა, ამისთვის იმდენივე დღე იმარხულა და არა მეტი, და ამგვარად, კამათის მოყვარეთა...
წინასწარმეტყველება იონასი 3:7
6. და მიეახლა სიტყუა მეფისა მიმართ ნინევისა, და აღდგა საყდრისაგან მისისა და მოიძარცუა შესამოსელი მისი მისგან, და გარემოირტყა ძაძაჲ, და დაჯდა ნაცარსა ზედა,7. და იქადაგა და ითქუა ნინევს შინა მეფისა მიერ. და დიდ-დიდთა მისათა მეტყუელთა: და კაცნი და საცხოვარნი და ზროხანი და ცხოვარნი ნუ იგემებენ ნურარას. და წყალსა ნუ სმენ, ნუცა ძოენ.8. და გარემოირტყეს ძაძაჲ კაცთა და საცხოვართა და ღაღად-ყუეს ღმრთისა მიმართ გულსმოდგინედ და მოაქცია კაცადმან გზისაგან თჳსისა ბოროტისა და სიცრუისაგან ჴელთა მათთაშინაჲსა მეტყუელთა:
წინასწარმეტყველება იონასი თავი 3