წინასწარმეტყველება მალაქიასი 1:5
4. მით, რამეთუ თქუეს: უკეთუ იდუმეა დაიქცეს და მივიქცეთ და აღვაშენნეთ ნაოჴარნი მოოჴრებულნი მისნი, - ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - იგინი აშენებდენ და მე დავაქციო და ეწოდოს მათ საზღურებ უსჯულოებისა და ერ, რომლისაგან განყენებულ არს უფალი ვიდრე საუკუნომდე.5. და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა.6. ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი?
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 1