წინასწარმეტყველება მალაქიასი 1:6
5. და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა.6. ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი?7. მოიხუენით მსხუერპლისა საცავისა მომართ ჩემისა პურნი შეგინებულნი და სთქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი შეურაცხნი არიან.
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 1