წინასწარმეტყველება მალაქიასი 1:7
6. ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი?7. მოიხუენით მსხუერპლისა საცავისა მომართ ჩემისა პურნი შეგინებულნი და სთქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი შეურაცხნი არიან.8. მით, რამეთუ შემო-თუ-სწიროთ ბრმაჲ მსხუერპლისა საცავად, არა ბოროტ არსა? და უკეთუ შემოსწიროთ მკელობელი ანუ სნეული, არა ბოროტ არსა? შესწირე იგი წინამძღვარსა შენსა, უკეთუ მიითვალოს იგი, ანუ ათნოს პირსა შენსა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 1