...ს, და არა იცოდეს, ვითარმედ განშიშულდებიან შეწევნისა მისისაგან და შეიმოსენ ტყებასა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „მოვსძარცო სამოსელი ჩემი და ტილოები ჩემი არა ფარვად სირცხჳლსა მისსა. და გოდებდეს და იგლოვდეს და ვიდოდის უჴამლოჲ და შიშუელი, და ყოს ტყებაჲ, ვითარცა ვეშაპთაჲ, და გლოვაჲ, ვითარცა ასულთა ურჩხულთაჲ“.
შეჰმოსეს უფალსა მეწამული და არა იცოდეს, არცა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულების მათ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა“; ; (59,3) და „ჴელთა თქუენთა იპოვა უბრალოჲ სისხლი“.
იხარებდეს უბადრუკნი, ხედვიდეს რაჲ თავსა ზედა უფლისასა გჳრგჳნსა მას ეკლისასა, და არა ხედვიდეს ბრმანი, ვითარმედ თჳსთა თავთა ზედა დაიკრებდეს ეკალსა და კუროჲსთავსა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ქუეყანასა ერისა ჩემისასა ეკალი აღმოეცენოს, და ყოვლისა სახლისაგან სიხარული მოისპოს“.
ეკიცხევდეს უფალსა განკიცხულნი იგი, თუ რად იტყჳსო თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, და არა ხედვიდეს, ვითარმედ სრულიად განვარდებიან შვილებისაგან, ვითარცა წამებს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „ისმინე, ცაო, და ყურად-ი...