წინასწარმეტყველება მიქიასი 6:8
7. უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?8. მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა.9. ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ზედა იწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნი სახელის მისისანი, ისმინენ ტომმან და ვინ შეამკოს ქალაქი.
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 6