...აქ ისინი მხოლოდ უცხო ქვეყანაში ყოფნას კი არ დასტირიან, არამედ ბარბაროსებთან ცხოვრებასაც. ასევე იქცეოდნენ სხვა წინასწარმეტყველნიც, როცა ამჟამინდელი ცხოვრების გამო გლოვობდნენ და ამბობდნენ: „ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს“ (); და თვით ეს წინასწარმეტყველიც ამბობს: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ“ (). რადგან ცხოვრება მხოლოდ იმით კი არ არის მძიმე, რომ მრავალი ამაოება და უდროო საზრუნავი აქვს, არამედ იმითაც, რომ ბოროტთა მოზღვავებაც დიდია. ასეთებთან ურთიერთობაზე უფრო მძიმე და ძნელი კი არაფერია. რადგან კვამლი და მშრალი სიცხე ისე არ ამძიმებს თვალებს, როგორც ბოროტებთან ურთიერთობა სულებს შფოთში აგდებს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტეც აჩვენებს ასეთი ცხოვრების სიმძიმეს? რადგან როდესაც ამბობს: „ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა?“ ()...
1. ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ ვითარცა შემკრებელი ჴუილისა ნამკალსა შორის და ვითარცა კუფხალი ნასთულებსა შორის არყოფასა ტევნისასა ჭამად (პირველ ნაყოფთა).2. ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი.3. ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს, და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა არს.
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 7