მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება მიქიასი 7:6

5. ნუ მიენდობვით, ირწმუნებთ ტომთა შორის, ნუცა ესავთ წინამძდუართა მიმართ; თანმესარეცლისაგან დაფარე ართხრობად რაჲმე მისდა.6. რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა მამანი სახლისა მისისა შორისნი.7. ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან.
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 7
6. რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა მამანი სახლისა მისისა შორისნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული - დედისაგან თჳსისა და სძალი - დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“ (10,35-36).:

...ითარმედ კაცთმოყუარებისათჳს იყო ბრძანებაჲ იგი, რაჲთა შეთქუმულებაჲ ბოროტისაჲ დაიჴსნას. ხოლო რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესე იყო, რომელმან-იგი მაშინ სათნო-იჩინა, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელებაჲცა აჴსენა, დაღაცათუ არა ამას ზედა თქუმული, არამედ ესევითარისავე საქმისა მომასწავებელი: „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“; რამეთუ იყო ჰურიათაცა შორის ესევითარი საქმე: იყვნეს წინაჲსწარმეტყუელნი ჭეშმარიტნი, და იყვნეს სხუანი ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, და ერი იგი განწვალებულ იყო და სახლნი - განყოფილ, რომელ-თამე მათი ჰრწმენა და რომელთამე - მათი. ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი მისნი“.

ეგრეთვე აქა აღესრულა: რომელთამე შეიყუარეს ქრისტე და სხუათა - ეშმაკი; და იქმნეს იგინი მტერ ქრისტესმოყუარეთა მათ. იხილეთ, ვითარ განეყო თეკლა დედასა თჳსსა და ქმარსა და შეუდგა ქრისტესა. ხოლო იგინი იქმნეს მტერ მისა და ძჳრ-ძჳრად ტანჯეს. და სხუანი ესევითარნი მრავალნი გამოჩნდეს, რომელთა შეიყუარეს ქრისტე, და თჳსთა მათთაგან იგუემნეს და მოიკლნეს. ამისთჳსცა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „ცეცხლისა მოვედ მოფენად“, რაჲთა გამოსახოს მჴურვალებაჲ იგი სიყუარულისაჲ, რომელი მოიგეს მრავალთა მისა მიმართ. ხოლო ამათ სი...

სრულად ნახვა