...რქუ მას, თუ: უბადრუკო, ესე არს უფროჲსად დასაშჯელ შენდა, რომელ ესევითარნი სახენი სათნოებისანი გაქუნდეს, და შენ არა ჰბაძევდი, რამეთუ მარადის მშობელთა სათნოებაჲ დასაშჯელ არს უდებთა შვილთა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ყუედრებით ისრაჱლისათჳს, ვითარმედ: „ცოლისა მიერ ჰმონა ისრაჱლმან და ცოლისა მიერ დაიცვა სიწმიდჱ“. და უფალი იტყჳს: „აბრაჰამ, მამამან თქუენმან, განიხარა, რაჲთა იხილოს დღჱ ჩემი“.
ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ვისწრაფოთ, რაჲთა ჩუენითა სათნოებითა სათნო-ვეყვნეთ ღმერთსა, რაჲთა არა ვესვიდეთ სხუათა სათნოებასა, და მაშინ ვცნათ, ოდეს არღარა გუერგოს. რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“ არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა საუკუნენი კეთილნი ვპოვნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.