მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო“ (1,49-50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, რაჲ-თა სიღრმჱ წმიდათა წერილთაჲ გულისხმა-ვყოთ, რამეთუ ესრეთ უშრომელად არა იქმნების გულისხმის-ყოფაჲ მათი, არამედ გჳჴმს ლოცვაჲ მჴურვალჱ და მოსწრაფებაჲ დიდი, რაჲთა გულისხმა-ვყვნეთ სიტყუანი იგი. რამეთუ აჰა ესერა დღესცა არა მცირე საძიებელი აღმოვიკითხეთ, თუ ვითარ, თქუა რაჲ ნათანაელ, თუ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ“, ქრისტემან მიუგო, ვითარმედ: „რომელ გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, გრწამს ესე, უფროჲსი ამათსა იხილო“. ხოლო რაჲ არს ამის სიტყჳსა საძიებელი? რამეთუ პეტრე შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ხილვისა თქუა რაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ“, ჰნატრის მას უფალი, ვითარმედ: მამისა მიერ მოიღე გამოცხადებაჲ ეგე.1 ხოლო ნათანაელ პირველ სასწაულთა ხილვისა და ყოვლისავე სწავლისა ესევე თქუა, და არარაჲ ესევითარი ჰრქუა მას ქრისტემან, არამედ ვითარმცა არარაჲ ეთქუა, ესრეთ უზეშთაესისა მიმართ აწუევს მას ქრისტჱ. რაჲ არს ამისი მიზეზი? გარნა ესე, რამე-თუ სიტყუანი ამისნიცა და პეტრესნიცა ერთ იყვნეს, ხოლო გონებითა არა ერთითა თქუეს, არამედ ამან სხჳთა გონებითა თქუა და მან - სხჳ-თა. და პეტრე აღიარა იგი ძედ ღმრთისა, ვითარცა ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო ესე ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდა მას, ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ“; ხოლო ძჱ ღმრთისაჲ არა ისრაჱლისაჲ ოდენ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ და ყოველთა დაბადებულ-თაჲ მეუფჱ არს. რამეთუ პეტრჱს სარწმუნოებაჲ სრული იყო, ამისთჳს ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“.2 ხოლო ამას რამეთუ ჯერეთ ფრიად აკლდა საზომისაგან სარწმუნოებისა, ამისთჳსცა შემდგომი იგი შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ქუეშე ლე-ღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო. და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“ (1,50-51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ აღამაღლებს მას ქუეყანით და ასწავებს, რაჲთა არა კაცად შეჰრაცხოს იგი? რამეთუ რომელსა ანგელოზნი ჰმსახურებენ, ვითარმცა იყო იგი კაცი? ამისთჳს თქუა, ვითარმედ:

1 შდრ. მათ. 16,16-17. 2 მათ. 16,18.

„უფროჲსი ამისა იხილო“, რომელ არს ანგელოზთა მსახურებაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: დიდად გაქუს ესე, ჵ ნათანაელ, და ამისთჳს მეუფედ ისრაჱლისა მიწოდე, ხოლო რაჟამს იხილო ანგელოზთა აღსლვაჲ და გარდამოსლვაჲ ჩემ ზედა, მაშინ რაჲ ჰყო? რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნა, რაჲთამცა მეუფედ ანგელოზთა აღიარა იგი, რამეთუ მარადის მოვიდოდეს იგინი მისა, ვითარცა მონანი, ჟამსა მას ჯუარსცუმისასა და აღდგომისა და ამაღლებისასა, და რაჟამს იყო უდაბნოს, და ჟამსა მას შობისასა, და სხუაჲ მრავალგზის. ხოლო ამათ სიტყუათა მიმართ ნათანაელ არარაჲ მიუგო, ამისთჳსცა ქრისტემან აქამომდე ყო სიტყუაჲ თჳსი და დაუტევა, რაჲთა თჳსაგან გულისხმა-ყოს მან ძალი მათ სიტყუათაჲ, რამეთუ ქუეყანასა კეთილსა შინა დასთესა თესლი და დაუტევა, რაჲთა აღმოეცენოს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და იყო დედაჲ იესუჲსი მუნ. და მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას“ (2,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუასა ჟამსა მითქუამს, ვითარმედ გალილეას შინა მეცნიერ იყო იგი, ამისთჳსცა მიჰხადეს იგი ქორწილსა მას. ხოლო არა თუ რაჲმე მაღლით გულისსიტყუაჲ აქუნდა მისთჳს, არამედ ვითარცა ერ-თი მრავალთაგანი და ვითარცა მეცნიერი მიჰხადეს, ხოლო მან არარაჲ უღირს-იჩინა, რომელმან-იგი ხატი მონებისაჲ შეიმოსა და მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჯდის, რამეთუ მარადის ჩუენსა უმჯობჱსსა განაგებდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრე ნათლის-ღებადმდე უფალსა სასწაული არარაჲ უქმნიეს, არამედ მიერითგან იწყო ქმნად სასწაულთა, რამეთუ სიყრმესა მისსა სხუაჲ არარაჲ ექმნა საკჳრველი, გარნა, ვითარცა ლუკა იტყჳს, ოდეს-იგი ჯდა შორის მოძღუართა ათორმეტისა წლისაჲ და ასწავლიდა და ისმენდა სწავლასა,1 თუ არა, სხუაჲ არცა ერთი რაჲ უქმნიეს; ამისთჳსცა უცნაურ იყო ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუმცა პირველითგან სასწაულთა იქმოდა, არამცა უცნაურ იყო, ვითარცა-იგი რაჟამს იწყო ქმნად სასწაულთა, განჴდა სახელი მისი მცირედსა ჟამსა მას შინა ყოველსა ასურეთსა.2 არამედ უჯერო იყო მრავლითა სახითა პირველითგან ქმნაჲ სასწაულთაჲ, რამეთუ ურწმუნოცა მრავალნი იქმნებოდეს, ვითარცა-იგი უკუანაჲსკნელ იქმნნეს; არამცა უფროჲსად სიყრმისა მისისათჳს ურწმუნო იქმნნესა? და ჯუარ-ცუმაჲ ადრე ქმნულ იყო, რომელი-იგი არა ჯერიყო, არამედ უფალმან სიბრძნითვე ნათლის-ღებადმდე არცა ერთი რაჲ ქმნა სასწაული; ამისთჳს უცნაურ იყო.

1 შდრ. ლუკ. 2,42-47. 2 შდრ. მათ. 4,24.

ხოლო დედასა მისსა აქუნდა მეცნიერებაჲ დიდებულებისა მისისაჲ მუცლად-ღებისა მიერ დიდისა მის და საკჳრველისა და ქადაგებისაგან იოვანესისა. და რამეთუ ჟამი იყო გამოცხადებისა მისისაჲ, ამისთჳს ჰრქუა აქა ვედრებით, ვითარმედ: „ღჳნოჲ არა არს“, რაჲთამცა ესრეთ გამოცხადნა დიდებაჲ ძისა მისისაჲ. ამისთჳსცა უფალმან ჰრქუა: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4). ხოლო არა თუ დედასა თჳსსა შეურაცხ-ჰყოფდა და ამისთჳს ეტყოდა ესრეთ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა ასწავა კეთილად ძალი თჳსი, თუ ვინ არს, ანუ ვითარ ჯერ-არს კრძალვაჲ და პატივი მისი. და რაჲთა არა აქუნდეს, ვითარცა სხუათა დედათა ძენი თჳსნი, და რამეთუ სადა არა ჯერ-არნ, არა უსმინოს, ვითარცა-იგი რაჟამს შორის ერსა იყო და ასწავებდა, და მოვიდეს და ეძიებდეს მას, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „ვინ არს დედაჲ ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“1 რამეთუ უფალი მარადის უმჯობჱსსა ყოველთასა განაგებდა და კუალად ამისთჳსცა ურჩ ექმნა ამას ადგილსა, რამეთუ არა ენება, რაჲთა დედისა თჳსისა სიტყჳ-თა ქმნას სასწაული იგი, რაჲთა არა იჭუეულ იქმნას მრავალთაგან, არამედ ელოდა, რაჲთამცა სახლისა უფალნი იგი ევედრნეს, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს საქმჱ იგი და საქებელ; და ამის ყოვლისათჳს უკუე მიუგო ესრეთ დედასა თჳსსა, რაჲთა მასცა ასწაოს ჯეროვანი საქმჱ, და რაჲთა სასწაულნი ჯერისაებრ იქმნებოდიან.

სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების

ხოლო შენ ესე ყოველი გულისხმა-ყავ და კუალად რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „დედაკაცმან ვინმე ღაღად-ყო: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ! და უფალმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ქმნან ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“,2 გულისხმა-ყავ, ვი-თარმედ ესრეთ იტყჳს, თუ: უკუეთუმცა არა იყო იგი თჳთ ჭეშმარიტად დიდ და წმიდა და შემკულ ყოვლითა სათნოებითა, ჩემიმცა შობაჲ არასვე ერგო. და უკუეთუ მარიამის ღმრთისმშობელისაჲ ესრეთ არს, ნუღარამცა ვინ იქადის ჩუენგანი, ვითარმედ: ანუ ძჱ მივის წმიდაჲ, ანუ მამაჲ, ანუ ძმაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე. რამეთუ უკუეთუ ჩუენ არა შემკულ ვიყვნეთ სათნოებითა, არავინ გუერგოს ჩუენ მას დღესა, გარნა სათნოებანი და სასოებაჲ ღმრთისაჲ. რამეთუ უფლისაცა ნათესავნი იყვნეს მრავალნი,

1 მათ. 12,48; მარკ. 3,33. 2 შდრ. ლუკ. 11,27-28.

თჳსნი იგი დედისა მისისანი, არამედ არცა თუ სახელები ვიცით მათი, ხოლო მოციქულნი არა მისნი ნათესავნი იყვნეს, არამედ სათნოებისა მათისათჳს ესრეთ დიდად გამოჩნდეს.

და ჩუენცა უკუე ნუმცა ვზუაობთ სიწმიდესა ზედა ნათესავთასა, არამედ ჩუენ თჳთ ვისწრაფოთ, რაჲთა სათნო ღმრთისა ვიქმნნეთ, რამე-თუ ესე უფროჲსად დასაშჯელ არს, უკუეთუ მამაჲ გუესუას წმიდაჲ, ანუ ძჱ, ანუ ძმაჲ, და ჩუენ უკეთურნი ვიყვნეთ. ხოლო ამას ყოველსა ვიტყჳ ამისთჳს, რამეთუ მრავალთა უდებთა რაჟამს ვინ ასწავებდეს სათნოებისათჳს, იტყჳან, ვითარმედ: მამაჲ ჩუენი და პაპი და ძმაჲ წმიდანი კაცნი იყვნეს. ხოლო მემცა ვარქუ მას, თუ: უბადრუკო, ესე არს უფროჲსად დასაშჯელ შენდა, რომელ ესევითარნი სახენი სათნოებისანი გაქუნდეს, და შენ არა ჰბაძევდი, რამეთუ მარადის მშობელთა სათნოებაჲ დასაშჯელ არს უდებთა შვილთა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ყუედრებით ისრაჱლისათჳს, ვითარმედ: „ცოლისა მიერ ჰმონა ისრაჱლმან და ცოლისა მიერ დაიცვა სიწმიდჱ“.1 და უფალი იტყჳს: „აბრაჰამ, მამამან თქუენმან, განიხარა, რაჲთა იხილოს დღჱ ჩემი“.2

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ვისწრაფოთ, რაჲთა ჩუენითა სათნოებითა სათნო-ვეყვნეთ ღმერთსა, რაჲთა არა ვესვიდეთ სხუათა სათნოებასა, და მაშინ ვცნათ, ოდეს არღარა გუერგოს. რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“3 არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა საუკუნენი კეთილნი ვპოვნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ოსე 12,13. 2 იოან. 8,56. 3 ფსალმ. 6,6.