...რძალვა, მათ წინააღმდეგ დადექი. რადგან ასეთია ვერცხლისმოყვარეობის ბრძანებები. შემომწირე, ამბობს, არა ზუარაკები, არამედ ადამიანები. წინასწარმეტყველი ამბობს: „დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს“ (); ვერცხლისმოყვარეობა კი ამას არ ამბობს, არამედ: ზუარაკები რომც იყოს, ადამიანები შემომწირე, დაკალი ისინი, ვისაც არაფერი დაუშავებია; თუნდაც კეთილი გქონდეს მიღებული, მოკალი. კვლავ: მტერი იყავი, ყველას საერთო მტრად იარე - თვით ბუნებისა და ღმერთისაც; ოქრო აგროვე არა იმისთვის, რომ ისიამოვნო, არამედ იმისთვის, რომ დარაჯობდე და ტანჯვა უფრო დიდი გახადო. რადგან ვერცხლისმოყვარეს ტკბობა არ შეუძლია; ეშინია, ოქრო არ შემცირდეს, საგანძურები არ გაღარიბდეს. იფხიზლე, ამბობს, ყველას ეჭვის თვალით უყურე - მსახურებსაც და მეგობრებსაც; სხვისი ქონების დარაჯი იყავი. თუ დაინახავ ღარიბს, შიმშილით რომ იღუპება, ნურაფერს უწილადებ, არამედ, თუ შესაძლებელია, ტყავიც კი გააძრე. ...
წინასწარმეტყველება ოსესი 13:2
1. სიტყჳსაებრ ეფრემისსა სამართალნი მოიხუნა მან შორის ისრაჱლისსა, და დაუდვა ბაალსა და მოკუდა,2. და აწ შესძინა ცოდვად და ქმნნეს თავთა თჳსთად გამოდნობილნი ვეცხლისაგან მათისა, ხატებისაებრ კერპთაჲსა ქმნულნი ხუროთანი შესრულებულნი მათთჳს. იგინი იტყჳან: დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს.3. ამისთჳს იყვნენ, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, ვითარცა მტუერი განბერული კალოჲსაგან და ვითარცა ორთქლი ცრემლთაგან ნაკუამლევთა.
წინასწარმეტყველება ოსესი თავი 13