მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 1:3

2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ).3. რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს.4. ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.
1 იოანე თავი 1
3. რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს.
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ; რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა იესუ ქრისტესსა (1,2-3).:

თარგმანი: ვითარცა თუალით მხილველნი სიტყჳსა ჴორცშესხმულისანი ყოველთა კიდეთა უქადაგებენ ჴორცთა შესხმასა სიტყჳსასა, ვითარმედ პირველითგან მამისა თანა მყოფი, უხილავი და დაუსაბამოჲ, განცხადნა და სახილველ იქმნა ჩუენთჳს განკაცებითა, და იგი არს საუკუნოჲ ცხორებაჲ მორწმუნეთა მისთაჲ. ამისთჳსცა, რომელმან ქადაგებისა მისისა შეწყნარებითა მოიგოს ზიარებაჲ ქადაგთა მისთაჲ, მათ მიერ ზიარ იქმნეს იგი არა ხოლო ძისა, არამედ მამისაცა, რამეთუ მამისა მიახლებაჲ და შეერთებაჲ ძისა მიერ მოემადლა კაცთა ზეცად აღყვანებითა თბისა მის ჩუენგან მიღებულისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის