მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 2:7

6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს.
1 იოანე თავი 2
7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).:

თარგმანი: ვითარმედ არა ახალი არს შჯული სიყუარულისაჲ, რომელი-იგი პირველ დასაბამითგანვე დაუნერგავს დამბადებელსა ბუნებასა შინა ჩუენსა, ვითარ-იგი პირუტყუნიცა და საცხოვარნი აღიძრვიან თჳსებად და სიყუარულად ურთიერთას. ამისთჳს კაცთა რაბამ უჴმს მოსწრაფებაჲ თჳსებისათჳს ურთიერთას, ვითარცა სიტყჳერებითა და გულისჴმის-ყოფითა პატივ-ცემულთა. ვინაჲცა მაცხოვარი თჳთ ბუნებითისაგან წესისა ასწავებდა კაცთა, ვითარმედ: "ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყვით მათდა მიმართ" (), რომელი-ესე არს მტკიცე საზღვარი ურთიერთას სიყუარულისაჲ. და ამისთჳს მცნებად არა პირველად, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დასაბამითგანად უწოდს მოციქული სიყუარულსა, რამეთუ ბუნებითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" (

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის