თარგმანი: ძუელად მცნებად იტყოდა ესაიაჲსსა მას წინა-მოსწავებასა, ვითარმედ: არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი. ამით ცხად იქმნების, ვითარმედ სიყუარულისათჳს განკაცნა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ. ხოლო აწ ახლად მცნებად იტყჳს, რამეთუ ძუელი იგი წინა-მოსწავებაჲ საქმით სრულ იქმნა. ხოლო რაჟამს ნათელი ჭეშმარიტი სოფლად მოვიდა, უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, და აოტა მიერ ბნელი არმური ეშმაკისაჲ, ამისთჳს, რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი არა არს ნათელსა შინა ჭეშმარიტისა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რამეთუ მოიძაგა კაცი, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. ესევითარი იგი ქრისტეს მოძულეცა იქმნების, რომელი-იგი ძმა ჩუენდა იქმნა, რაჲთა მიუთხრას სახელი მამისაჲ კაცთა, ძმად მისსა წოდებულთა ჴორცთშესხმისათჳს. ხოლო ქრისტეს მოძულე და ძმათ მოძულე ზოგად უცხო არს ყოვლისაგან საქმისა კეთილისა, და ყოველი ნათლისაგან განვრდომილი, ცხად არს, ვითარმედ ყოვლისაგან საღმრთოჲსა საქმისა დაკლებულ არს. ამისთჳსცა ბნელთა და უგზოთა შინა ვალს სიბრმითა გონებისა თჳსისაჲთა, რამეთუ ბნელმან ცოდვისამან დაუბრმნა თუალნი გონებისა მისისანი.
1 იოანე 2:8
7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს.9. ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.
1 იოანე თავი 2