თარგმანი: ვინაჲთგან გულთ-მეცნიერ არს ღმერთი, ამისთჳს ყოველსავე გულითადსა ეძიებს, და არარას მაჩუენებლობითსა მიითუალავს. ამისთჳს საქმით და ჭეშმარიტებით ჯერ-არს ქონებაჲ სიყუარულისაჲ, და რაჲთა არცა ერთი ორგულებაჲ იყოს გულთა შინა ჩუენთა, რამეთუ უკუეთუ მხილებაჲ სჳნიდისისაჲ მძიმე არს და მოუთმენელად მწერტელ, რაოდენ უფროჲს ცნობაჲ ღმრთისაჲ, რომელსა არარაჲ დაეფარვის, რაოდენსა გუგმობდეს და განგჳკითხვიდეს გული ჩუენი.
1 იოანე 3:19
18. შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.19. ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს.20. რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.
1 იოანე თავი 3