თარგმანი კჳრილესი: ვინაჲთგან, სიტყჳსაებრ სახარებისა, ვიდრე-ესე ვიდოდით გზასა ზედა ამის ცხორებისასა, კრძალვაჲ გჳღირს, რაჲთა არა გუგმობდეს გული ჩუენი, რომელ არს სჳნიდისი, მამხილებელი კეთილთა და ბოროტთაჲ, რომელსაცა მუნ წინა-მოსაჯულად უწოდს, რომელი-იგი ამისთჳს საკრძალავ არს, რამეთუ უკუეთუ არა უსმინოს მას, რაჟამს გამხილოს შენ რაჲსათჳსმე სლვასა შინა ამის საწუთროჲსა გზისასა, მი-რაჲ-ხჳდეთ სამშჯავროსა მას საუკუნესა, შეგასმინოს და განგაქიქოს შენ წინაშე მთავრისა მის და მსაჯულისა ცხოველთა და მკუდართაჲსა. ხოლო უკუეთუ განვიწმიდოთ მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, მაშინ კადნიერებაჲ გუაქუნდეს ღმრთისა მიმართ, ვითარცა მცნებათა მისთა დამმარხველთა და სათნოებისა არა კაცთა საჩუენებელად, არამედ მის მხოლოჲსა წინაშე მყოფელთა, და მოგუეცეს აღსრულებაჲ თხოვათა ჩუენთაჲ, რამეთუ მცნებათა მისთა დამცველთა შორის იგი თავადი სავანე ჰყოფს, რომელმან მომცა ჩუენ სული წმიდაჲ მისი.
1 იოანე 3:22
21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე.22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს.23. მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი.
1 იოანე თავი 3