მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 4:15

14. ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად.15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.
1 იოანე თავი 4
15. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (4,15).:

თარგმანი: იხილე, ვითარ ზე და ქუე აქცევს და მრავალ-მოქცევ ჰყოფს პატივსა ამას მართლ-აღმსარებელისასა, რაჲთა შეაჩუენნეს და განაქიქნეს მეტყუელნი იგი წვალებისანი, რომელნი ლიტონად კაცად და ძედ მარიამისსა უწოდეს და არა აღიარებდეს მას, ვითარ იგი არს ღმერთი ღმრთისაგან, მხოლოდშობილი სიტყუაჲ მამისაჲ და აღსასრულსა ჟამთასა ჩუენისა ცხორებისათჳს ჴორცშესხმული უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის