თარგმანი: საშჯელისა შინებითა მწვალებელთა ზარ-სცემს, რაჲთა მოიქცენ მართლმადიდებლობად, ხოლო ცხორებისა საუკუნოჲსა მტკიცედ აღთქუმითა მორწმუნეთა განამტკიცებს სარწმუნოებასა ზედა ძისა ღმრთისასა. და ამას მისცემს ნიჭად კადნიერებისა, რაჲთა, უკუეთუ რაჲმე ითხოვონ მისგან, მიემადლოს მათ, გარნა ხოლო ესევითარიმცა არს სათხოელი იგი, ვითარი შეეტყუების მომცემელსა მას კეთილთასა ღმერთსა, რაჲთა მთხოელი იგი კადნიერ იყოს სიტყუად: "უსამართლობასა თუ მივხედევდ გულითა ჩემითა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი" (). ესე იგი არს, რაჟამს არარას განხრწნადსა ანუ განმხრწნელსა და სულისა მავნებელსა ვითხოვდეთ, მაშინღა ითქუმის, ვითარმედ: "ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან" (). რაჲსა "ამისთჳს"? — არამედ რამეთუ არარაჲ სოფლიოთა მავნებელთაგანი რაჲმე ვითხოე, გარნა რაჲ-იგი მან უწყის უმჯობესი მოცემად ჩუენდა. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ არა უწყით უმჯობესი ჩუენი, ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოველსა სათხოელსა ზედა დავჰრთოთ ღმრთისა მიმართ: ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ.
1 იოანე 5:13
12. ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს.13. ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.14. და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
1 იოანე თავი 5