მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:17

16. კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?17. ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.18. იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
17. ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ერთ პურ, და ერთჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ (10,17).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ერთისა მიმართ პურისა — ერთგუამ ჩუენ მრავალნი ესე ვართ. ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვთქუ რაჲ ზიარებაი, ნუ გგონიეს თუ მისდა ზიარებულთა კუალად სხჳსაცა ვისმე ზიარებად ჴელ-გუეწიფების. ამისთჳს განცხადებულად გეტყჳ, ვითარმედ ერთისა მის პურისაგან ზიარებითა ჩუენ მრავალნი ესე — ერთგუამ ვიქმნებით თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა. რამეთუ, ვითარ-იგი მრავალმარცულობაჲ იფქლისაჲ ერთ პურ იქმნების შეზელითა მით, ეგრეთვე ჩუენი სიმრავლე ერთგუამ ქმნილ არს ქრისტეს თანა წმიდისა მიერ ნათლისღებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის