მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთმსახურებისაგან (10,14).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე განაგრძო მხილებაჲ მათი, აწ სიტკბოებით ეზრახების და საყუარელად თჳსსა უწოდს მათ. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა ხოლო ვითარცა დამაბრკოლებელობისათჳს უძლურთა მათ ძმათაჲსა, არამედ, ვითარცა განცხადებულისა კერპთმსახურებისაგან, განაყენებს მათ ჭამისაგან ნაზორევთაჲსა.

მოციქულისაჲ: ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ; გან-ღა-იკითხეთ, რომელსა-ესე გეტყჳ თქუენ (10,15).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კერპთმსახურებად უწოდა ჭამასა ნაზორევთასა, და ესე ფიცხელ მხილება იყო მათდა, აწ ბრძნად წოდებითა განჰკურნებს მათ, და თჳთ მათვე დასხამს მსაჯულად, რომელნი-იგი მოქმედ იყვნეს ბრალისა მის, და სახეთა და იგავთა შემოღებითა წინა-დაუდებს მათ, ვითარმედ ერთ და იგივე არს კერპთმსახურებაჲ და ჭამაჲ ნაზორევისაჲ.

მოციქულისაჲ: სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? (10,16).

თარგმანი: სასუმლად კურთხევისა სისხლსა ქრისტესსა უწოდს, რომელი ჴელთა გჳპყრიეს, და რომლითა ვაკურთხევთ მას, რომელმან მომცა ჩუენ სისხლი თჳსი სასუმელად, და სუმითა მისითა შემაერთნა თავსა თჳსსა, ვითარცა ასონი თავსა.

მოციქულისაჲ: პურსა ამას, რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? (10,16).

თარგმანი: ესოდენ შესაძრწუნებელ ჰყოფს განტეხითა ამით პურისაჲთა ძალსა ქრისტეს საიდუმლოთასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რომელი-იგი მას ჯუარსა ზედა არა შეემთხჳა, რამეთუ ძუალი მისი არა შეიმუსრა, ამისსა შემთხუევასა აწ თავს-იდებს დანაწილებითა ჴორცისა თჳსისაჲთა, რაჲთა ესრეთ შემიერთნეს თავსა თჳსსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ერთ პურ, და ერთჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ (10,17).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ერთისა მიმართ პურისა — ერთგუამ ჩუენ მრავალნი ესე ვართ. ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვთქუ რაჲ ზიარებაი, ნუ გგონიეს თუ მისდა ზიარებულთა კუალად სხჳსაცა ვისმე ზიარებად ჴელ-გუეწიფების. ამისთჳს განცხადებულად გეტყჳ, ვითარმედ ერთისა მის პურისაგან ზიარებითა ჩუენ მრავალნი ესე — ერთგუამ ვიქმნებით თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა. რამეთუ, ვითარ-იგი მრავალმარცულობაჲ იფქლისაჲ ერთ პურ იქმნების შეზელითა მით, ეგრეთვე ჩუენი სიმრავლე ერთგუამ ქმნილ არს ქრისტეს თანა წმიდისა მიერ ნათლისღებისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს (10,17).

თარგმანი: რაჲთა ცხად ყოს, თუ ვითარ ვიქმნებით გუამ ქრისტესსა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ არს პური იგი, რომელ მოგუაქუს? — ცხად არს, ვითარმედ ჴორცი ქრისტესი. ამისთჳს მიმღებელთა მისთა შესცვალებს ჴორც ქრისტესსა, რომლისა თანა ჩუენ, მრავალნი ესე, ერთგუამ ვიქმნებით. რამეთუ, ვინაჲთგან ძუელი იგი ჴორციელი ცოდვისა გუამი ჩუენი განიხრწნა, უეჭუელად სხჳსა გუამისა მოქენე ქმნილ ვართ, განახლებულისა ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად (10,18).

თარგმანი: ამისთჳს უწოდს მათ ჴორციელ ისრაჱლ, რამეთუ სულიერნი ისრაჱლნი ჩუენ ვართ ჭეშმარიტებით, რომელი-იგი მათ სახელ-ედებოდა ჩუენთჳს წინა-მოსწავებით.

მოციქულისაჲ: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ საკურთხეველისა მის არიანა? (10,18).

თარგმანი: კითხვის სახედ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ნაწილი რაჲმე მსხუერპლთა მათ შეწირულთაჲ (ესე იგი იყო ცმელი) საკურთხეველსა ზედა დაიწუვოდა, ამისთჳს მჭამელნი მსხუერპლთა მათგანსა რასმე —ზიარ არა ღმრთისა, არამედ საკურთხეველისა მის ოდენ იქმნებოდეს.

მოციქულისაჲ: რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ: კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს? (10,19).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რასა უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: კერპი არს რაჲმე-ა, ანუ ნაკერპავი იგი არს რაჲმე-ა? ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესოდენ დიდისა საიდუმლოჲსაგან სახენი მოვიხუენ, ნუ გგონიეს, ვითარმცა ამით შემერაცხნეს რად კერპნი ანუ ნაზორევი მათი, რომელნი-იგი არცა რაჲ არიან, არცა რაჲ ძალ-უც რგებად ანუ ვნებად ვისსამე.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებაჲ (10,20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არა თუ მარგებელობისა ანუ მავნებელობისა შემძლებელად შემირაცხიან უსულონი იგი ძეგლნი, არამედ, ვინაჲთგან რაჲ-იგი მათდა შეიწირვის, ეშმაკთათჳს დაიკლვის, ამისთჳს განგაყენებ საქმისაგან, ღმრთისა საძაგელისა. რამეთუ, უკუეთუმცა ქუეყანისა ამის მეფისა სერსა ჩინებული დასაშჯელთა და განპატიჟებულთა ტაბლასა მიჰრბიოდე, რაოდენისამცა ბრალობისა თანამდებ იქმენ ყოველთა მიერ! ამისთჳს დაგაყენებ ერთგზის ზიარ-ქმნულთა საღმრთოჲსა ტაბლისათა საეშმაკოდ დაგებულსა მას ტაბლასა ზედა დაჯდომად.

მოციქულისაჲ: ვერ ჴელ-ეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ (10,21).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა "არა მნებავსი" სიტყუად სწავლისა, აწ კუალად "ვერ ჴელ-გეწიფებისსა" იტყჳს სიტყუად განჩინებისა, რაჲთა არავინ შეურაცხის-მყოფელი სწავლისაჲ კუალად მასვე იქმოდის.

მოციქულისაჲ: ვერ ჴელ-ეწიფების ტაბლასა უფლისასა ზირებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა (10,21).

თარგმანი: მხოლოდ სახელის-დებაჲ ოდენ კმა-საყოფელ ყო განმაშორებელად ნაზორევთაგან.

მოციქულისაჲ: ანუ ვაშურვებთ-მე-ა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ? (10,22).

თარგმანი: "ვაშურვებთი" ესე ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: ნუ-სადა გამოცდაჲ გუნებავს-ა ღმრთისაჲ, უკუეთუ შემძლებელ-მე არს ტანჯვად ჩუენდა ანუ არა? ამისსა შემდგომად ყოვლად უჯეროჲსა მოგონებისა მწამებელ იქმნა, რაჲთა სრულიად დაამჴუნეს იგინი, ვითარმედ: ნუუკუე გგონიეს-ა ღმრთისა უძლიერეს ყოფაჲ?

მოციქულისაჲ: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველივე უმჯობეს არს (10,23).

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: მე წმიდითა სჳნიდისითა ვჭამ და ჴელ-მეწიფების ქმნაჲ ამისი, — ამისთჳს ეტყჳს: ჰე, თჳთმფლობელად შეუქმნიხარ ღმერთსა ყოფად, რაჲცა გენებოს; არამედ არა გიჴმს ქმნად ეგევითარი, რომლითა მიზეზ ექმნე სხუასა ზიარებად კერპთა ტაბლისა.

მოციქულისაჲ: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს (10,23).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ნუ ხოლო ამას ეძიებ, რაჲთა წმიდითა სჳნიდისითა ჰყოფდე რასმე, არამედ ამასცა, რაჲთა აღსაშენებელ იყოს ძმათა და არა დასარღუეველ

მოციქულისაჲ: ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული (10,24).

თარგმანი: ესე სასწრაფო არს მოციქულისა, რაჲთა არა ხოლო მარტოდ თავისასა, არამედ ძმათაცა სარგებელისა მოსწრაფე ვიყვნეთ.

მოციქულისაჲ: ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ (10,25).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ყოველი, რომელი საქონდაქროს ისყიდებოდის, ჭამეთ. რამეთუ საქონდაქრო ეწოდების ქალაქთა შინა მყოფსა ადგილსა საცხოვართა დაკლვისასა, რომლისაგან იყიდის ჴორცსა ყოველი ერი მოქალაქე.

მოციქულისაჲ: და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს (10,25).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნურარას გამოჰკითხავთ მსყიდელთა მათ თუ ნაკერპავი არს ანუ არა, არამედ უეჭუელად იყიდდით, რომლისაჲ გენებოს სყიდაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი (10,26).

თარგმანი: სიტყუაჲ ესე წამებად შემოღებულ არს ფსალმუნისაგან ოცდამესამისა, რომლისა მიერ ეტყჳს კაცსა, ვითარმედ: უკუეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, რომელ არიან ნაყოფნი, ნერგნი და ცხოველნი, რომელთაგან დაიკლვის ჴორცი, რაჲსაღა შენ გამოიწულილავ მათთჳს?

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინადაგებული თქუენი ჭამეთ (10,27).

თარგმანი: ესე საქმე მათსა ნებასა ზედა მიუშუა, ვითარცა სთნდეს — მისლვაჲ და არა-მისლვაჲ. ხოლო წინადაგებულისათჳს განუწესა არარას მეტსა გამოძიებაჲ, რაჲთა არა უმეტესისა გამოძიებამან საგონებელ ყვნეს იგინი მოშიშ ყოფად კერპთაგან.

მოციქულისაჲ: და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს (10,27).

თარგმანი: ამათ ადგილთა ნაცვალად იჭჳსა ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: სჳნიდისისათჳს. ესე იგი არს, ვითარმედ მაშინ უწმიდესად დაიცვების სჳნიდისი თქუენი, რაჟამს შეიკრძალოთ იგი ცუდთა გამოძიებათა მეტნობისაგან.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ ესე ნაკერპავი არს, — ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი (10,28).

თარგმანი: განცხადებულად მაყენებელ არს ჭამად ნაკერპავთაგან. დაღაცათუ ვერ ლიტონად, არამედ მიფარულად-რე იტყჳს სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ძალი რაჲმე არს კერპთა შინა. ამისთჳს განყენებასა მას მაუწყებელისა მისთჳს ბრძანებს, და არა იჭჳსა, არამედ სჳნიდისისათჳს მაუწყებელისა მის, რაჲთა არა იწყლას გულისსიტყჳთა; რამეთუ მან არა უწყის, ვითარმედ: შენ ამით გულისსიტყჳთა შჭამ, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ხოლო კერპნი უსულო და არარა არიან, არამედ მას ნაზორევი იგი კერპთად შეურაცხიეს.

მოციქულისაჲ: იჭუსა მას ვიტყჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა (10,29).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: სჳნიდისსა ვიტყჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ "მოყუსად" მაუწყებელსა მას ნაზორევობისასა წარმართსა იტყჳს, ვითარმედ: არა თჳსისა სჳნიდისისა მხილებისაგან, არამედ მოყუსისა სჳნიდისისა განკითხვისაგან ვაკრძალებ მჭამელსა მას.

მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან? (10,29).

თარგმანი: უსაკუთრეს არს: რამეთუ, რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა სჳნიდისისაგან? ესე იგი არს, რაჲთა არავინ თქუას მჭამელთა მათგანმან, ვითარმედ: ძმისა უძლურისათჳს დაგუაყენებ საჭმელთაგან, და კეთილ. აწ რაჲ; ნუუკუე მეკერპეთათჳსცა ესევე ვყოთ-ა? — ამისთჳს მოციქული ბრძანებს, ვითარმედ: რაჲ სარგებელ არს ჩემდა თჳსთა კრძალვაჲ, რაჟამს უცხოჲ იგი და მეკერპე აზნაურებასა ამას ჩემსა და კეთილითა გონებითა მიღებასა საჭმელთასა განიკითხვიდეს სიტყჳთა ესევითარითა, ვითარმედ: ამაო არს სადმე ქრისტიანეთა მიერ ჩემებაჲ კერპთა სიძულილისაჲ, ვინაჲთგან ესრეთ ურიდად ერევიან ჭამასა ნაზორევთა მათთასა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ? (10,30).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ მე მადლით ვჭამ; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მე ესევითარი მადლით გამოჴსნაჲ მომიღებიეს, რომელ ზეშთა ქმნულ ვარ ჰურიაებრსა მას სიწლოსიჴშოსა ჭამადთა კრძალვისასა, და ამისთჳს ვჰმადლობ განმათავისუფლებელსა ჩემსა; არამედ რადღა საგმობელ ვჰყოფ მადლსა მას და მადლობასა, რომელ ვჰყოფ? რამეთუ დაღაცათუ მადლობით ვინ ჭამდეს, უჴმს-ვე კრძალვაჲ მგმობართაგან, რომელნი-იგი უმეცრებითა გონებისაჲთა ჰგმობენ ხილულსა მას უკრძალველობასა ჭამადთასა.

მოციქულისაჲ: გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ სუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ (10,31).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ყოვლითავე სახითა საქმეთა თქუენთაჲთა ამას მოსწრაფე იყვენით, რაჲთა მიზეზ-სცეთ სხუათა დიდებად ღმრთისა და არა გმობად მისსა; ვითარ-იგი აწინდელნი ესე ჭამითა მით კერპთა ნაზორევისაჲთა მიზეზ-სცემდეს სხუათა მგმობარ ღმრთისა ყოფად.

მოციქულისაჲ: დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა (10,32).

თარგმანი: რაჲსათჳს პირველ უდარესნი აჴსენნა — ჰურიანი და წარმართნი, — და მერმეღა უმაღლესი თქუა: "და ეკლესიისა ღმრთისა", —ვითარ-იგი უსაკუთრეს არს? — ესე ამისთჳს, რამეთუ ეკლესიაჲ შესაკრებელად გამოითარგმანების. ხოლო შესაკრებელი ამათგან შემოკრბების, რომელ არიან ჰურიანი და წარმართნი. რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო შინაგანთა მათ ეკლესიისათა გიჴმს კრძალვაჲ, რომელ არიან ძმანი შენნი, არამედ გარეშეთაჲ მათცა, რომელ არიან ჰურიაობასა და მეკერპეობასა შინა დაშთომილნი იგი ჯერეთ, რაჲთა იგინიცა მოვიზიდნეთ სარწმუნოებად, კრძალულებით ჩუენებითა მათდა ყოვლისა სახისა წესიერისა და აღმაშენებელისაჲთა.

მოციქულისაჲ: ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყავ (10,33).

თარგმანი: ვინაჲთგან ძნელ საგონებელი მოძღურებაჲ ჰრქუა და თანამდებ ყვნა იგინი ბრალსა, არა ხოლო ძმათა, არამედ უცხოთაცა დაბრკოლებისასა, ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს, ვითარმედ: არა შეუძლებელსა გიბრძანებ, არცა სიტყჳთ ადვილად, არამედ საქმით სახის ჩუენებით გეტყჳ, რასა-ესე გეტყჳ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხოვნდენ (10,33).

თარგმანი: ესე მაშინ ყო, რაჟამს-იგი ილოცვიდა თავსა თჳსსა შეჩუენებულ ყოფად, რაჲთა ჰურიაობასა შინა დაშთომილნი იგი ცხოვნდენ.

მოციქულისაჲ: მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა (11,1).

თარგმანი: არარაჲ არს ესრეთ შემძლებელი მობაძავ ყოფად ქრისტესა, ვითარცა ყოვლითურთ აღშენებისა და სარგებელ ყოფისა ძმათაჲსა მოქმედებაჲ. რამეთუ მოციქული ამით იტყჳს თავსა თჳსსა მობაძავ ქმნილად ქრისტესა, რაჟამს თჳსსა ცხოვნებასა ყოვლისა ნათესავისა ჰურიათაჲსა ცხოვნებაჲ აღირჩია.

მოციქულისაჲ: ხოლო გაქებ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს (11,2).

თარგმანი: ამით ცხად ჰყოფს, ვითარმედ ამათ პირთათჳს არა ხოლო აწ მიწერით, არამედ პირველ პირისპირცა ემცნო მათდა, და მცნებისა მის შეკრძალვისათჳს აქებს.

მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი მოგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეგიკრძალავს (11,2).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ვითარცა-იგი მოგეც თქუენ, მოცემული იგი შეგიკრძალავს. რამეთუ მარადის დიდად ქებულ არს მოძღუართა მიერ მოწაფე, მტკიცედ მპყრობი მისდა მიცემულისა მცნებისაჲ, ამის რაჲსმე ქმნად და იმის რაჲსმე არა ქმნად.

მოციქულისაჲ: და მნებავს თქუენი უწყებაჲ (11,3).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ სთქუა: ხოლო მნებავს თქუენი უწყებაჲ; რამეთუ აწინდელი ესე ადგილი თავი არს სიტყჳსაჲ. ვინაჲთგან ზემო აქნა გარდასრულთა მცნებათა შეკრძალვისათჳს, ხოლო აწ ახალსა იწყებს სწავლასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს (11,3).

თარგმანი: ესე არს მიზეზი სიტყუათაჲ ამათ, რამეთუ იყვნეს მათ შორის დედანი, რომელნი თავდაუბურველად ილოცვიდეს და წინაჲსწარმეტყუელებდეს, ხოლო მამანი თმამოზრდილნი და თავდაბურვილნი ილოცვიდეს და წინაჲსწარმეტყუელებდეს, რომელი-ესე ჩუეულებაჲ იყო წარმართთა მეკერპეთაჲ. ვინაჲცა ამისგან დაყენებისა მიზეზთა იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ვაყენებ მამათა დაბურვად თავისა, რამეთუ საბურველი სახე არს ფლობისაჲ. ხოლო ყოველსა მამაკაცსა არავინ აქუს სხუაჲ მფლობელად თავისა, რამეთუ ქრისტე არს თავ მისსა, მეუფე იგი ყოველთა დაბადებულთაჲ, და მის ზედა სხუაჲ სახე ფლობისაჲ — საბურველი — დაბურვად უჯერო არს. ხოლო შენ გესმას რაჲ — "ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს", - ნუ გგონიეს თუ ურწმუნოჲსაცა და მეკერპისაჲ, რომელნი-იგი უცხო არიან გუამისაგან სავსებისა მორწმუნეთაჲსა. არამედ ჩუენ მორწმუნეთა თავ არს ქრისტე, რომელნი-ესე ერთგუამ ვართ მის თანა, და ურთიერთას — ასოებ.

მოციქულისაჲ: ხოლო თავ დედაკაცისა — ქმარი (11,3).

თარგმანი: ესე არს თავ დედაკაცისა ყოფაჲ მამაკაცისაჲ, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოუღებიეს მის ზედა. ამისთჳს საბურველსა დაიბურავს, ვითარცა ფლობასა ქუეშე მყოფი.

მოციქულისაჲ: და თავ ქრისტესა — ღმერთი (11,3).

თარგმანი: არა ერთსახე არს ქრისტესი თავ ჩუენდა ყოფაჲ და ქრისტესდა — ღმრთისაჲ. რამეთუ ქრისტე თავ ჩუენდა არს, ვითარცა დამბადებელი და შემოქმედი, ხოლო ღმერთი მამაჲ თავ ქრისტესა არს მიზეზითა ოდენ უჟამოჲსა მის და პირველ ყოველთა საუკუნეთა მშობლობისაჲთა. ხოლო თჳნიერ ამისსა ყოველივე ერთ არს და სწორ — უფლებაჲ და ღმრთეებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.

ჳკუმენისი: ნუუკუე და მსგავსად ჩუენსა კაცებისათჳს არს თავ ქრისტესა ღმერთი, რამეთუ ჭეშმარიტებით და არა საოცრად ქმნილ არს ჴორცთა შესხმაჲ ძისაჲ, რომელი-იგი ვითარცა ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენ, ეგრეთვე მსგავსად ჩუენსა და უზეშთაეს ჩუენსა თავ მისსა არს ღმერთი მამაჲ.

მოციქულისაჲ: ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებდეს თავდაბურვილად, არცხვენს თავსა თჳსსა (11,4).

თარგმანი: რამეთუ ჩუენ, მამაკაცნი, თჳთმფლობელად შეუქმნივართ ღმერთსა, რაჲთა არავისსა ქუეშე ვიყვნეთ ქუეყანასა ზედა, არამედ ყოველთავე ვჰმთავრობდეთ. ამისთჳსცა არა ჯერ-არს თავთა ჩუენთა ზედა აღყვანებაჲ. ჴელმწიფებასა ვისსამე, რომელნი-ესე არავისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან ქუეყანასა ზედა, რამეთუ დაბურვაჲ თავისაჲ ჴელმწიფებისა რაჲსმე თავსა ზედა დადგმისაჲ გამომსახველი არს, ვინაჲთგან ნაცვალ ჴელმწიფისა არს საბურველი თავისაჲ, რომლისა ჩუეულებაჲ აქუს დედათა დაბურვად, რაჲთა ცხად ყონ, ვითარმედ ქმრისა ჴელმწიფებაჲ მდებარე არს მის ზედა. ხოლო რომლისა თავი თავისუფალ იყოს ჴელმწიფისაგან, ესევითარი იგი არცხუენს მას დაბურვითა, ვინაჲთგან საბურველი გამომსახველი არს ჴელმწიფებისაჲ.

მოციქულისაჲ: და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებდეს თავდაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა (11,5).

თარგმანი: იყვნეს არა ხოლო მამათა, არამედ დედათაცა შორის წინაჲსწარმეტყუელებისა მადლსა ღირს ქმნულნი, ვითარ-იგი ასულნი ფილიპესნი და სხუანი, უწინარესნი მათსა და შემდგომნი მათნი, რომელთათჳს წინაჲთვე თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი" (), არამედ აწ მოციქული ამას ამცნებს, რაჲთა თითოეული მამათა და დედათაგანი არა არცხუენდეს თავსა თჳსსა გარდასლვითა წესსა, ბუნებით დადებულსა მათ ზედა, რომელ არს მისი — თავდაუბურველ, ხოლო ამისი — თავდაბურვილ ყოფაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი (11,5).

თარგმანი: ვითარ ერთ არს? — გარნა ესრეთ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რაოდენ თჳთ ბუნებითი იგი საბურველი თმათაჲ, ეგოდენცა ქმნულებითი იგი საბურველი თავისაჲ; არა ხოლო ჟამსა ლოცვისა ანუ წინაჲსწარმეტყუელებისასა, არამედ სამარადისოდ თავსა ზედა თანა-აც დედათა ქონებად; ესოდენ მოუჴდელად, რაოდენ თჳთ ბუნებით აღმოცენებული იგი თმაჲ განუშორებელ არს მისგან.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენ-ცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენაჲ, დაიბურენ მან (11,6).

თარგმანი: ესე სიტყუანი საფილოსოფოსოჲთა და უფროჲსღა რიტორებრითა წესითა უთქუმან, რაჲთა თჳთ მასვე შესწამოს, რომელსა ამცნებს და თჳსითა ბჭობითა დაასაჯოს, ვითარმედ თანამდებ არს დედაკაცი დაბურვად თავისა.

მოციქულისაჲ: მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს (11,7).

თარგმანი: კუალად აქა სხუასა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ამით უჯერო არს მამაკაცისა მიერ დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ქრისტე თავ მისსა არს, არამედ ამითცა, რამეთუ ხატ და დიდება ღმრთისა არს. ხატ — არა სულითა ანუ ჴორცითა, გარნა მხოლოდ, ხატ ამით, რამეთუ, ვითარ-იგი ღმერთი მთავრობს მის ზედა, ეგრეთვე იგი — ყოველთა ზედა ქუეყანისათა და თჳთ დედაკაცსაცა ზედა; ხოლო დიდება — ამით, რამეთუ თჳთ არავისსა სხჳსა, თჳნიერ მხოლოდ ღმრთისა სამთავრო არს; და ვითარცა ჴორციელნი ესე მთავარნი ვერ შევლენ წინაშე მოკუდავისა მეფისა, უკუეთუ არა ემოსოს თითოეულსა მიცემული იგი მისდა სასწაული მთავრობისაჲ, რაჲცა-იგი იყოს, ქლამინდითურთ და სარტყლით, ეგრეთვე ჟამი იგი ლოცვისა გინა წინაჲსწარმეტყუელებისაჲ —შესლვაჲ არს წინაშე ღმრთისა. ამისთჳს უჴმს თითოეულსა ჩუენებად მიცემული იგი მისდა პატივი ღმრთისა მიერ: მამაკაცსა —თავდაუბურველობაჲ, ხოლო დედაკაცსა — თავდაბურვილობაჲ. და უკუეთუ რომელიცა თჳსისა წესისაგან დაკლებულ იყვნენ.

მოციქულისაჲ: ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისაჲ არს (11,7).

თარგმანი: მითვე სახითა, რომლითა მამაკაცი — ღმრთისა, ეგრეთვე დედაკაცი ქმრისა დიდება არს, რამეთუ სამთავრო მისსა არს; და, ვითარცა მთავრისა ქუეშე მყოფსა, ეგრეთ თანა-აც სასწაულითა სამთავრო ყოფისაჲთა, რომელ არს საბურველი თავისაჲ, წარდგომაჲ წინაშე ღმრთისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს (11,8-9).

თარგმანი: ყოველნივე მიზეზნი წარმოუთქუმან, რომლითა თანამდებ არს დედაკაცი სამთავრო ყოფად მამაკაცისა, ვითარცა მისგან მოღებული და მისთჳს დაბადებული.

მოციქულისაჲ: ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს (11,10).

თარგმანი: კლიმი მესამესა თავსა შინა "განწესებათასა" ესრეთ იტყჳს განმარტებასა ამის სიტყჳსასა, ვითარმედ: ანგელოზად მღდელთა უწოდს და მსახურთა ეკლესიისათა, რომელთა კრძალვისათჳს უჴმს დედათა, რაჲთა თავსა ზედა ედვას სასწაული იგი არა ფლობისაჲ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — საჴელმწიფო ყოფისაჲ, რომელ არს საბურველი; რომლისათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "ამისთჳს უჴმს", რამეთუ "ამისთჳსი" ესე ზოგადი არს პირველისაცა და შემდგომისა სიტყჳსაჲ. ვინაჲთგან ზემო წარმოთქუნა მიზეზნი, რომლისათჳს თანამდებ არს დედაკაცი სამთავრო-ყოფად მამაკაცისა, და რამეთუ საბურველითა დაბურვაჲ სახე არს ფლობასა ქუეშე ყოფისაჲ. ხოლო აწ ახალსა მიზეზსა შეუდგენს საბურველისა დაბურვისასა, რაჲთა არა თავღია ყოფაჲ მათი სავნებელ ექმნეს ანგელოზთა ეკლესიისათა, რომელ არიან მღდელნი და დიაკონნი, სიძვისა გულისსიტყუად აღმაზრზენელობითა. რამეთუ ესე ოდენ ანგელოზნი ვერ ხედვენ დაბურვილსა და ევნების უბურველოაგან. ხოლო ზეცისა ძალთა ვერცა საბურველი რას დაუფარავს, არცა რაჲ სავნებელ ეყოფვის ხედვისა ვისისაგანმე. და უკუეთუ ვისმე ენებოს ლიტონად ზეცისა ძალთათჳს გულისჴმის-ყოფაჲ სიტყჳსაჲ ამის, ესრეთცა კეთილ არს, ვითარმცა ეტყოდა დედაკაცსა, ვითარმედ: დაღაცათუ ქმარსა შეურაცხ-ჰყოფ, ანგელოზთაგანღა სადმე შეიკდიმე ეკლესიისათა; რამეთუ ყოვლისა ეკლესიისა ანგელოზნი არიან დადგინებულნი, რომელნი-იგი არა თავს-იდებენ მას შინა შემოკრებულისა ვისგანმე ქმნად რასმე გარეშე შჯულთა, რომელნი თითოეულისადა დაუსხმან მეუფესა, და ესრეთ განრისხებულნი სწორად დაყუენისა შეგირაცხენ უბურველობასა.

მოციქულისაჲ: ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ (11,11).

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალსახედ დაამჴუა დედაკაცი, რაჲთა არავინ სრულიად უჴმარ ჰგონოს იგი, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: აწ არღარა პირველისა მის დაბადებისაებრ არს მიწისაგან შექმნაჲ მამაკაცისაჲ და მისგან დაბადებაჲ დედაკაცისაჲ. არამედ ორნივე სწორად საჴმარ არიან შვილთ სხმისათჳს. ამისსა შემდგომად, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ — "პირველი იგი ოდენ დაბადებაჲ მათი უფლისა მიერ იყო, ხოლო აწ თჳთ კმა არიან მოქმედებად შვილთა", — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ესენი ორღანონი ოდენ არიან საქმისანი, ხოლო ყოველივე უფლისა მიერ იქმნების; არა ხოლო მაშინდელი მიწით დაბადებაჲ და გუერდით მოღებაჲ, არამედ აწინდელიცა, შეერთებითა მეუღლეთაჲთა, ყოველივე უფლისა მიერ იქმნების, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ კეთილთაგანი შესაძლებელ იქმნების.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი — ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს (11,12).

თარგმანი: იხილე უსწოროებაჲ; ვითარ დედაკაცი მამაკაცისაგან არს, ხოლო მამაკაცი — არა დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცისათჳს ოდენ, ესე იგი არს ცოლისათჳს. რამეთუ პირველი მიზეზი, შემდგომად პირველისა მის მიზეზისა, რომელ არს ღმერთი, მამაკაცი ყოფილ არს დედაკაცისა, რამეთუ მისგან და მისთჳს დაიბადა დედაკაცი ღმრთისა მიერ.

მოციქულისაჲ: თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: ჰშუენის-ა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ? (11,13).

თარგმანი: თჳთ მათვე გულისჴმა-უყოფს დასხმითა მით მსაჯულად, ვითარმედ ბუნებისა შჯულთა წინააღდგომა არს თავდაუბურველ ყოფაჲ დედაკაცისაჲ.

მოციქულისაჲ: არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ, მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისსა, ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისსა? (11,14-15).

თარგმანი: ესრეთ ბუნებისა შჯულთა შედგომითა სახელოვან ჰყოფს საქმესა ამას, ვითარმედ, მაშინ ჯეროვან არს, რაჟამს მორჩილებითა ბუნებითთა შჯულთაჲთა იქმნებოდის მამაკაცისა კუეცაჲ, ხოლო დედაკაცისაჲ — გარდატევებაჲ თმათაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას (11,15).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ თმაჲ იგი ნაცვალად სამოსლისა მოეცა მას. და ვინაჲთგან ბუნებითმან შჯულმან სახე მისცა მას დაბურვითა თმათაჲთა, ცხად არს, ვითარმედ მასცა თანა-აც საბურველი დადებად თავსა თჳსსა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა (11,16).

თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე ჰნებავს ძლევის მოყუარე ყოფად; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ კაცობრივითა ვინმე და მსოფლიოჲთა სიბრძნითა წადიერ იყოს უკუნ-ქცევად და დაჴსნად სიტყუათა ამათ, ჩუენ და ეკლესიათა ღმრთისათა ესე ჩუეულებად არა გუაქუს, რაჲთამცა გამოვეძიებდით სიტყუასა მოძღუართასა, არამედ გამოუძიებელად და წინააღუდგომელად მივითუალავთ ბრძანებასა მათსა.