მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:28

27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ ესე ნაკერპავი არს, — ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი (10,28).:

თარგმანი: განცხადებულად მაყენებელ არს ჭამად ნაკერპავთაგან. დაღაცათუ ვერ ლიტონად, არამედ მიფარულად-რე იტყჳს სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ძალი რაჲმე არს კერპთა შინა. ამისთჳს განყენებასა მას მაუწყებელისა მისთჳს ბრძანებს, და არა იჭჳსა, არამედ სჳნიდისისათჳს მაუწყებელისა მის, რაჲთა არა იწყლას გულისსიტყჳთა; რამეთუ მან არა უწყის, ვითარმედ: შენ ამით გულისსიტყჳთა შჭამ, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ხოლო კერპნი უსულო და არარა არიან, არამედ მას ნაზორევი იგი კერპთად შეურაცხიეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის