მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:29

28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?30. თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იჭუსა მას ვიტყჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა (10,29).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: სჳნიდისსა ვიტყჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ "მოყუსად" მაუწყებელსა მას ნაზორევობისასა წარმართსა იტყჳს, ვითარმედ: არა თჳსისა სჳნიდისისა მხილებისაგან, არამედ მოყუსისა სჳნიდისისა განკითხვისაგან ვაკრძალებ მჭამელსა მას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის