თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ მე მადლით ვჭამ; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მე ესევითარი მადლით გამოჴსნაჲ მომიღებიეს, რომელ ზეშთა ქმნულ ვარ ჰურიაებრსა მას სიწლოსიჴშოსა ჭამადთა კრძალვისასა, და ამისთჳს ვჰმადლობ განმათავისუფლებელსა ჩემსა; არამედ რადღა საგმობელ ვჰყოფ მადლსა მას და მადლობასა, რომელ ვჰყოფ? რამეთუ დაღაცათუ მადლობით ვინ ჭამდეს, უჴმს-ვე კრძალვაჲ მგმობართაგან, რომელნი-იგი უმეცრებითა გონებისაჲთა ჰგმობენ ხილულსა მას უკრძალველობასა ჭამადთასა.
1 კორინთელთა მიმართ 10:30
29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?30. თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?31. ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10