მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:12

11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.13. თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე?
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი — ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს (11,12).:

თარგმანი: იხილე უსწოროებაჲ; ვითარ დედაკაცი მამაკაცისაგან არს, ხოლო მამაკაცი — არა დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცისათჳს ოდენ, ესე იგი არს ცოლისათჳს. რამეთუ პირველი მიზეზი, შემდგომად პირველისა მის მიზეზისა, რომელ არს ღმერთი, მამაკაცი ყოფილ არს დედაკაცისა, რამეთუ მისგან და მისთჳს დაიბადა დედაკაცი ღმრთისა მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის