თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ჯერ-არს წვალებათაცა ყოფაჲ თქუენ შორის, რაჲთა გამოცდილნი იგი განცხადებულ იქმნენ თქუენ შორის. "გამოცდილად" უწოდს გლახაკთა მათ, რომელნი-იგი სიმჴნით თავს-იდებდეს შეურაცხ-ყოფასა მას მდიდართა მიერ, რომელნი-იგი არა იზიარებდეს მათ ტაბლასა. ხოლო იგინი არავე დაჰჴსნიდეს ჩუეულებისაებრსა მას წესსა შეკრებისა თჳსისასა სიგლახაკისათჳს თჳსისა. არამედ შენ გესმოდის რაჲ აწინდელი ესე "ჯერ-არსი" და "რაჲთა", ნუ ეგრეთ გულისჴმა-ჰყოფ, ვითარმედ ამისთჳს ჰყოფდეს მდიდარნი იგი განწვალებასა, რაჲთა გამოცდილებაჲ გლახაკთაჲ მათ გამოჩნდეს, არამედ იგინი ბოროტითა გულის-სიტყჳთა ზუაობისა და ანგაჰრებისაჲთა ჰყოფდეს არა-თანაზიარებასა გლახაკთასა. ხოლო საქმე იგი, მათ მიერ ბოროტად ქმნილი, თჳთ კეთილისა გამოსაცდელ ექმნებოდა გლახაკთა, ვითარ არცა ერთითა რაჲთ დაიჴსნებოდეს კეთილისა ჩუეულებისაგან. ამისთჳს ესევითარი "ჯერ-არსი" და "რაჲთაჲ" მრავალსა ადგილსა გეპოების წმიდათა წერილთასა; არა მიზეზისა, არამედ თჳთ საქმეთა ქმნისა წარმოსაჩინებელად, ვითარ-იგი "შჯად სოფლისა მოვედ, რაჲთა, რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდენ, დაბრმენ" (<span...
1 კორინთელთა მიმართ 11:19
18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.19. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის.20. ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11