თარგმანი: ვინაჲთგან ძუელსა მასცა შჯულსა შინა იყო სასუმელები, რომელ არს ბარძიმები, რომელთა შინა შთააცარიელიან სისხლი მსხუერპლთაჲ შემდგომად დაკლვისა, და ეგრეთ აპკურიან, ამისთჳს აწინდელსა ამას სასუმელსა ახლისა შჯულისად უწოდა, რაჲთა ძუელისა მის სისხლისა მოჴსენებითა ახალი ესე არა უცხო გიჩნდეს, და უწყოდი, ვითარმედ იგი აჩრდილებრ ჭეშმარიტებისა ამის გამომსახველ იყო, რომელი-ესე არღარა პირუტყუთაჲ არს, არამედ სიტყჳსა მის, ჩუენთჳს განჴორციელებულისაჲ, რომელი-იგი გუამცნებს: "ამას ჰყოფდით"; ესე იგი არს შეუორგულებელად სუმაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 11:25
24. მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად,25. ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად.26. ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11