თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო განვიკითხვოდით რაჲ, უფლისა მიერ განვისწავლებით. ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ ჩუენ ესოდენ სუბუქსა მას არა ვჰყოფთ, რომელ არს განკითხვაჲ და ბრალობაჲ თავთაჲ, გარნა ღმერთი არცა ეგრეთ უწყალოებით საუკუნოდ გუტანჯავს, არამედ აქა განგუსწავლის, რაჲთა მუნ შეგჳწყალნეს, რამეთუ ჭეშმარიტ ტანჯვა საუკუნოჲ ოდენ არს; ხოლო საწუთროსა ამას რაოდენიცა რაჲ განგებულებით ღმრთისა მიერ შეგუემთხჳოს ძჳრი, ყოველივე სასწავლელ და საუკუნოჲსა ტანჯვისაგან მჴსნელ არს, რომელი-იგი შეემთხუევის აწ "სოფლად" სახელდებულთა — ურწმუნოებასა და ცოდვასა შინა აღსრულებულთა.
1 კორინთელთა მიმართ 11:32
31. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.32. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.33. ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11