თარგმანი: რამეთუ ჩუენ, მამაკაცნი, თჳთმფლობელად შეუქმნივართ ღმერთსა, რაჲთა არავისსა ქუეშე ვიყვნეთ ქუეყანასა ზედა, არამედ ყოველთავე ვჰმთავრობდეთ. ამისთჳსცა არა ჯერ-არს თავთა ჩუენთა ზედა აღყვანებაჲ. ჴელმწიფებასა ვისსამე, რომელნი-ესე არავისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან ქუეყანასა ზედა, რამეთუ დაბურვაჲ თავისაჲ ჴელმწიფებისა რაჲსმე თავსა ზედა დადგმისაჲ გამომსახველი არს, ვინაჲთგან ნაცვალ ჴელმწიფისა არს საბურველი თავისაჲ, რომლისა ჩუეულებაჲ აქუს დედათა დაბურვად, რაჲთა ცხად ყონ, ვითარმედ ქმრისა ჴელმწიფებაჲ მდებარე არს მის ზედა. ხოლო რომლისა თავი თავისუფალ იყოს ჴელმწიფისაგან, ესევითარი იგი არცხუენს მას დაბურვითა, ვინაჲთგან საბურველი გამომსახველი არს ჴელმწიფებისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 11:4
3. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.4. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.5. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11