მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:11

10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს (12,11).:

თარგმანი: კეთილად შეისწავე სამოციქულოჲ ესე სიტყუაჲ მბრძოლთათჳს სულისათა, რომელნი-იგი არაწმიდებით იტყჳან, ვითარმედ: ვერარას შემძლებელ არს სული წმიდაჲ თავით თჳსით მოქმედებად თჳნიერ მამისა. არამედ შენ ამიერ იცან, ვითარმედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — ამის ყოვლისა მაქმნეველ არს ერთი და იგივე სული და არა თჳთ მოქენე, რაჲთამცა სხუამან ვინმე აქმნია მას, ვითარცა მონასა. არამედ თჳთ სხუათა აქმნევს მეუფებრ და ღმრთეებრ და თჳთმფლობელობით, რამეთუ თჳთ თავადი ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: "სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ" ().

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის