თარგმანი: ამიერითგან აჩუენებს არა ხოლო საკმარებასა, არამედ ნუუკუე და უმეტეს დიდისა მის საჴმარ-ყოფასა უმცირესისა მისსა. ხოლო კეთილად დაჰრთო "საგონებელობაჲ", რამეთუ უმცირესობაჲ იგი მადლისაჲ საგონებელ ოდენ არს უმცირეს ყოფად, და არათუ არს-ცა. ამისთჳს ორგზის აქცევს "საგონებელ"-"ვჰგონებთ"-სა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ სახელი ოდენ აქუს მცირედ საგონებლობისაჲ, არამედ ჭეშმარიტებით დიდ არს, რომელი თანა-ყოფითა სრულ, და განყოფითა უსრულ ჰყოფს ზოგადსა გუამსა ეკლესიისასა. ხოლო სიტყუაჲ ესე "უუძლურესობისაჲ" ვიეთმე თუალთათჳს თქუმულად გულისჴმა-ყვეს, რომელნი-იგი, დაღაცათუ უუძლურეს არიან სხუათა ასოთა, შემთხუევისათჳს და თავს-დებისა ძჳრთაჲსა, არამედ უპატიოსნეს არს საჴმარებაჲ მათი ასოთა შინა გუამისათა. ხოლო უპატივოებაჲ ვიეთმე ფერჴთათჳს თქუეს, რომელნი-იგი უქუემოეს არიან ყოველთა ასოთასა, არამედ მათ ზედა დამტკიცებულ არს ყოველი გუამი. გარნა კუალად ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: უპატიო უწოდს ასოთა მათ შვილიერებისა მოქმედთა, რომელნი-იგი, დაღაცათუ უშუერ არიან, არამედ ესოდენ კრძალულებით პატივ-იცემებიან, ვიდრეღა უადვილეს გჳჩნნ ერთბამად ყოველთა ასოთა განშიშულებაჲ, ვიდრე...
1 კორინთელთა მიმართ 12:22
21. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო.22. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან.23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12