თარგმანი: ამიერითგან აჩუენებს არა ხოლო საკმარებასა, არამედ ნუუკუე და უმეტეს დიდისა მის საჴმარ-ყოფასა უმცირესისა მისსა. ხოლო კეთილად დაჰრთო "საგონებელობაჲ", რამეთუ უმცირესობაჲ იგი მადლისაჲ საგონებელ ოდენ არს უმცირეს ყოფად, და არათუ არს-ცა. ამისთჳს ორგზის აქცევს "საგონებელ"-"ვჰგონებთ"-სა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ სახელი ოდენ აქუს მცირედ საგონებლობისაჲ, არამედ ჭეშმარიტებით დიდ არს, რომელი თანა-ყოფითა სრულ, და განყოფითა უსრულ ჰყოფს ზოგადსა გუამსა ეკლესიისასა. ხოლო სიტყუაჲ ესე "უუძლურესობისაჲ" ვიეთმე თუალთათჳს თქუმულად გულისჴმა-ყვეს, რომელნი-იგი, დაღაცათუ უუძლურეს არიან სხუათა ასოთა, შემთხუევისათჳს და თავს-დებისა ძჳრთაჲსა, არამედ უპატიოსნეს არს საჴმარებაჲ მათი ასოთა შინა გუამისათა. ხოლო უპატივოებაჲ ვიეთმე ფერჴთათჳს თქუეს, რომელნი-იგი უქუემოეს არიან ყოველთა ასოთასა, არამედ მათ ზედა დამტკიცებულ არს ყოველი გუამი. გარნა კუალად ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: უპატიო უწოდს ასოთა მათ შვილიერებისა მოქმედთა, რომელნი-იგი, დაღაცათუ უშუერ არიან, არამედ ესოდენ კრძალულებით პატივ-იცემებიან, ვიდრეღა უადვილეს გჳჩნნ ერთბამად ყოველთა ასოთა განშიშულებაჲ, ვიდრე...
1 კორინთელთა მიმართ 12:23
22. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან.23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,
1 კორინთელთა მიმართ თავი 12