მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:25

24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა არა იყოს წვალება ჴორცთა ამათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი (12,25).:

თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — რაჲთა არა იყოს განხეთქილება გუამსა შინა, რომელი-იგი დაჴსნილ და უგუამო ჰყოფს მას. რამეთუ ამით სიტყჳთა უმეტესისა მადლისა მიმღებელთა მათ შეაშინებს, ვითარმედ, უკუეთუ არა ფრიად ზრუნვიდენ, რაჲთა არცა ერთისა ვის განჭრაჲ იქმნას უმცირეს საგონებელთა მათ ასოთაგანისაჲ, იგინიცა დაიჴსნებიან ერთ გუამ ყოფისაგან ეკლესიისა და თავ ყოფისაგან ქრისტესსა, რამეთუ ერთობითა მოგუეცემის გუამ ყოფაჲ მისი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის