თარგმანი: ვინაჲთგან შემდგომითი-შემდგომად განაწყვნა პირველობანი ესე და შემდგომობანი მადლთანი, რაჲთა არა მიზეზ-სცეს მათ ესე ურთიერთას ჴდომისა და შურობისა, ამისთჳს კუალად კითხვის სახედ წარმოიტყჳს მათ მასვე წესსა ზედა შემდგომობისასა. ვითარმცა ეტყოდა: უკუეთუმცა ყოველნი ერთ იყვენით, სადამცა იყო თითოსახეობაჲ ასოთაჲ? უკუეთუმცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელ, სადამცა მოციქულნი? უკუეთუმცა ყოველნი მოციქულ, სადამცა მოძღუარნი? ვინაჲცა განწესებაჲ ესე თითოსახეობისაჲ უმარგებელეს არს, რაჲთა თითოეულისადა მოყუასი საჴმარ იყოს.
1 კორინთელთა მიმართ 12:29
28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი?30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 12