მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:11

10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო.11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა, ვითარცა სხუაჲ ენაჲ და რომელი-იგი მეტყოდის მე ვითარცა სხუაჲ ენაჲ (14,11).:

თარგმანი: სხუა-ენაობისასა ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვიყო მე მზრახვალისა მის ჩემისა ბარბაროზ, და რომელი-იგი იტყოდის, — ჩემდა მომართ ბარბაროზ. რამეთუ სხუაენაობაჲ არავის დააყენებს სმენად მეცნიერსა მრავალთა ენათასა. ხოლო ურთიერთას ბარბაროზ ყოფაჲ ესე არს, რაჟამს ორნივე სწორად უმეცარ იყვნენ ენასა ერთიერთისასა. რამეთუ ბარბაროზობაჲ არა სიბოროტისაგან იქმნების ენისა, არამედ ორკერძოვე უმეცრებისაგან ენისა. რამეთუ, რაჟამს არცა ერთსა ესმოდის ენაჲ მეორისაჲ, ბარბაროზ არიან ორნივე ურთიერთას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის