თარგმანი: სულითა ლოცვად მას უწოდს, რომელი თჳსისა სულისამდე ოდენ მიაწევდეს და თჳთ ოდენ გულისჴმა-ჰყოფდეს სიტყუათა მათ ლოცვისათა. ხოლო გონებისა ლოცვაჲ ესე არს, რაჟამს ნაყოფი იგი გულისჴმის-ყოფისაჲ სხუათა მიმართ მიიწეოდის. ხოლო გალობისა წილ ესე უსაკუთრეს არს: ვფსალმუნებდე თუ სულითა, ვფსალმუნებ გონებითაცა. და ესეცა ესრეთ გულისჴმა-იყოფების, ვითარ-იგი ლოცვისაჲ. და ზოგად ძალი ამათ სიტყუათაჲ ესე არს, ვითარმედ: უჴმს ყოველსა, რომელსა მიეღოს მადლი ენათაჲ, თქუმად სიტყუათა ლოცვისა ანუ სწავლისათა, რაჲთა ანუ ლოცვით ითხოვოს ღმრთისაგან მიცემად მისსა მადლიცა თარგმანებისაჲ სარგებელ ყოფად სხუათა, ანუ რაჲთა სხუაჲ ვინმე შემძლებელი თარგმნობისაჲ მიიყვანოს თანაშემწედ სარგებელისათჳს ძმათაჲსა.
1 კორინთელთა მიმართ 14:15
14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14