თარგმანი: უსაკუთრესობასავე თანა ესრეთ უსრულეს არს: უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი ანუ უმრავლეს სამნი, და თჳსად-თჳსად, და ერთი გამოსთარგმანებდინ. ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ უზომოდ მრავალნი, ნუცა უწესოდ და აღრეულად, არამედ ორნი ანუ თუ სამნი, და იგინიცა ნუ ერთბამად, არამედ თჳს-თჳს, რაჲთა არა შერევნაჲ და შფოთი იქმნას.
1 კორინთელთა მიმართ 14:27
26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14