მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:29

28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ.30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდენ, და სხუანი იგი სცნობედ (14,29).:

თარგმანი: თანა-შეჰყვებოდეს წინაჲსწარმეტყუელთა ფარულად ცრუ წინაჲსწარმეტყუელნიცა და მოგუნი. ამისთჳს მცირედთა უბრძანებს წინაჲსწარმეტყუელებად, რაჲთა არა სიმრავლესა თანა წმიდათასა დაიფარნენ არაწმიდანიცა. ხოლო სხუათა მათ უბრძანებს განკითხვად და ცნობად წინაჲსწარმეტყუელებასა მას ორთა და სამთასა, ნუსადა თანა-შეეტყუოს მათ მოგჳ ანუ ცრუ წინაჲსწარმეტყუელი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის