მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:38

37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ (14,38).:

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ესევითარისა კაცისაჲ არს, რომელსა არა ყოვლადვე თჳსსა ნებასა და სიტყუასა ენების დამტკიცებაჲ არამედ მაშინ ოდენ, ოდეს მძიმისა რაჲსმე ბრალისათჳს წინააღუდგებოდის დაუმტკიცებს და ეტყჳს, ვითარმედ: "ნუ სცთებით; არცა მეძავთა, არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ". ხოლო აწ, ვინაჲთგან არა ფრიად საჭირო უჩნდა ყოველთა მიერ ცნობაჲ, ვითარმედ უფლისანი არიან მცნებანი, შეუნდობს რომელთამე უმეცრებად, ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა ესევითარითავე სიტყჳთა მიუშუებს მაცილობელსა, ვითარმედ "უკუეთუ ვისმე ცილობის უნდეს, ჩუენ ესევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს". ამით ყოვლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, არა თჳსსა, არამედ მათსა უმჯობესსა ეძიებს. ამისთჳსცა წულილთა მათ ზედა ზოგს-რე მიუშუებს, რაჲთა არა დაუმძიმოს. ხოლო დიდ-დიდთა ზედა მტკიცედ მიუშუებელ არს, რაჲთა არა ბრალსა და ცოდვასა შთავარდენ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის