მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:40

39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წინაისწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით. ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ (14,39-40).:

თარგმანი: კუალად პირველთავე სიტყუათა მიერ უჩუენებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელებაჲ უფროჲს ენათასა საძიებელ და საბაძველ არს. და სიტყუად ენათა არავე აყენებს. თჳნიერ ამას ხოლო ეძიებს შუენიერებად და წესიერებად, რაჲთა დედანი მათნი ყოვლად დუმდენ ეკლესიასა შინა, ხოლო მამანი, რაჟამს ორნი ანუ სამნი იტყოდიან ენათა, რაჲთა ერთი გამოსთარგმანებდეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის