მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:6

5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნიერებითა ანუ წინაჲსწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა? (14,6).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა თქუენთჳს, არამედ ჩემთჳს ვთქუა, ვითარ თუმცა მოსრულ ვარ თქუენდა და ვიტყჳ ენათა, ვერარას გარგებ, უკუეთუ არა განცხადებულ იყვნენ თქუენდა სიტყუანი ჩემნი, და უკუეთუ არა მეცნიერებითა აღსავსე იყვნენ, უკუეთუ არარას გიწინაჲსწარმეტყუელებდენ, ანუ არა სწავლასა მოძღურებითსა განმარტებით წინა-დაგიდებდენ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის